ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mercedes ელექტრონული მანქანების ქარხნებში მილიარდების ინვესტიციას გეგმავს

ჟურნალ Automobilwoche-ს მიხედვით, Mercedes (MBGn.DE) ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში თავისი ქარხნების მოდერნიზებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინვესტირების მიზანს ავტომწარმოებლის ელექტრომობილებზე გადასვლისა და გამონაბოლქვის შემცირებისთვის მზადება წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

ევროკავშირი მუშაობს მიზანზე, გაანახევროს CO2-ის გამონაბოლქვი თითოეულ მანქანაზე 2020-იანი წლების ბოლომდე. გეგმა, მათ შორის, 2020 წლისა და 2035 წლის შედარებას მოიაზრებს, საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვის შემცირებისთვის.

Mercedes-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მზად იქნება ელექტრომანქანების წარმოებისთვის ბაზრის სრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

«ჩვენ ვდებთ სამნიშნა მილიონის ინვესტიციას თითოეული ქარხნის პერსპექტივაში». — თქვა წარმოების მენეჯერმა იორგ ბურცერმა. ეს ინვესტიციები ჩაიდება პეკინის ქარხნებში, ასევე, გერმანიის Rastatt-ში და უნგრეთის KecsKemet-ში.

ავტომწარმოებელი Rastatt-ის ქარხანაზე მუშაობას უახლოეს თვეებში დაიწყებს და 2024 წლიდან კომპაქტური მანქანის პლატფორმის (MMA) პირველ მოდელს შექმნის. ამ სივრცეში წარმოებული მოდელების რაოდენობა, ბურცერის თქმით, შვიდიდან ოთხამდე შემცირდება.

ამასთან, Mercedes ერთნიშნა მილიარდი დოლარის ინვესტირებას გერმანიის სინდელფინგენისა და ბრემენის ქარხნებში შეღებვის სისტემების მოდერნიზებაში გეგმავს.

ავტომწარმოებლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოდერნიზაცია მიზნად ისახავს ენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირებას.

Mercedes ასევე განიხილავს აშშ-ს ტუსკალოზაში ქარხნის გაფართოებას, სადაც, 2022 წლის ინფლაციის შემცირების აქტის მიხედვით, შეეძლება ისარგებლოს მთავრობის სუბსიდიებით.

ბურცერის თქმით, Mercedes მზადაა, დაუხვდეს ნებისმიერ ცვლილებას მარეგულირებელ სივრცეში.

«მსოფლიოში პროგრამული სისტემის სტრუქტურული ჩარჩოს (Framework) პირობები ისევ და ისევ იცვლება, შესაძლოა, ამაზე რეაგირება მოგვიწიოს». — თქვა ბურცერმა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო მაგრამ ომს აგებს
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს
თემის მიხედვით
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
თემის მიხედვით
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

ასევე წაიკითხეთ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველაფერი ვენჩერული კაპიტალის შესახებ
ყველა დიდი კომპანია დიდი იდეით იწყებს, მაგრამ საუკეთესო იდეებსაც სჭირდება ფული და დაფინანსება. ბევრი ანტრეპრენერისთვის ვენჩერული, ანუ სარისკო კაპიტალი საწყის ეტაპებზე მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის, 500 Global-ის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით საქართველოში 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო.
Axel-მა Kernel-ში მორიგი (follow-on) ინვესტიცია განახორციელა
Axel-მა Kernel-ში მორიგი (follow-on) ინვესტიცია განახორციელა
Axel-მა Kernel-ში მორიგი (follow-on) ინვესტიცია განახორციელა
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.