medik — თქვენი სამედიცინო ასისტენტი
medik — სამედიცინო აპლიკაცია, სადაც პაციენტები ჯავშნიან და მართავენ ექიმთან ვიზიტებს, იღებენ ყველა სამედიცინო ინფორმაციას — ანალიზების პასუხებს, რადიოლოგიის შედეგებს.
medik — სამედიცინო აპლიკაცია, სადაც პაციენტები ჯავშნიან და მართავენ ექიმთან ვიზიტებს, იღებენ ყველა სამედიცინო ინფორმაციას — ანალიზების პასუხებს, რადიოლოგიის შედეგებს.
მედიკის დამფუძნებელი, ლაშა მურჯიკნელი dev.ge-თან ყვება, რომ მედიკის შექმნის ინსპირაცია დედამისი იყო, პროფესიით — ექიმი.
მედიკის აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია, დაჯავშნოს ვიზიტი და პირდაპირ, ურიგოდ შევიდეს ექიმის კაბინეტში ან ლაბორატორიაში.
როგორც ლაშა ამბობს, მედიკი არის პირველი დამოუკიდებელი და ავტომატიზებული სისტემა, ისინი არც ერთ ბანკს, სადაზღვევო კომპანიასა და კლინიკას არ ეკუთვნიან.
ლაშას თქმით, მედიკს რეგიონში პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო მისი უმთავრესი ინტერესი — პარტნიორები და პაციენტებია. მედიკის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი პაციენტების პირადი ინფორმაციის დაცვაა, პერსონალური ინფორმაციის გაზიარება არასოდეს მოხდება.
ლაშას თქმით, მედიკში ინტეგრაცია ძალიან მარტივია.
ამჟამად მედიკი ექვს კლინიკასთან თანამშრომლობს:
მისივე თქმით, მომავალში მედიკი უფრო გაიზრდება — დაემატება სხვა კლინიკებიც. ლაშა ამბობს, მედიკის კარი ყოველთვის ღიაა ახალი პარტნიორებისთვის.
რაც შეეხება სირთულეებს, დამფუძნელები ყვება, რომ არსებობს ტექნოლოგიური დაბრკოლება -. საქართველოში პროფესიონალი დეველოპერების ნაკლებობაა, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორში.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სირთულეა სამედიცინო სფეროში შეუღწევლობა — მათთან საუბარი რთულია.
ოჯახის წევრის მართვის პროფილი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ადამიანს არ აქვს საკუთარი სამედიცინო ინფორმაციის მიღების უფლება. ამიტომ მედიკში არის ოჯახის წევრების მართვის მოდული მშობლებისა და ოჯახის უფროსი ასაკის წევრებისთვის.
მედიკს მაისიდან ვიზიტების დაჯავშნის მოდული დაემატება და იქნება პირველი სრულად ავტომატიზირებული აპლიკაცია, სადაც პაციენტები დაჯავშნიან ვიზიტებს ექიმებთან კლინიკებში, ასევე, ლაბორატორიებში.
კლინიკები და ექიმები კი უფრო ეფექტურად შეძლებენ საკუთარი დროის მენეჯმენტს და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.