რა არის და როგორ მუშაობს MEDU — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ქეთევან ტაბუცაძესთან
Medu სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმაა. მისი მიზანია, გაამარტივოს და ხელმისაწვდომი გახადოს სამედიცინო პროფესიული განვითარების პროცესი.
Medu სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმაა. მისი მიზანია, გაამარტივოს და ხელმისაწვდომი გახადოს სამედიცინო პროფესიული განვითარების პროცესი.
Medu სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, მიიღოს ინფორმაცია და შესაბამისად, დაესწროს კონფერენციებსა და სხვა ღონისძებებს, რომლებიც მათთვის აუცილებელია როგორც პროფესიული განვითრებისთვის, ისე — ხშირად, სავალდებულო საქმიანობის გასაგრძელებლად.
მიუხედავად სავალდებულო ხასიათისა, ბევრ შემთხვევაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის — რეზიდენტების, ექიმებისა და ექთნებისთვის კონფერენციების ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამას ბევრი მიზეზი აქვს — როგორც ინფორმაციის არქონა, ისე ტერიტორიული თუ ფინანსური დაბრკოლებები.
Medu-ს მიზანი სწორედ ამ პრობლემებს მაქსიმალურად აღმოფხვრაა.
პლატფორმის არსზე, მნიშვნელობასა და მიზანზე, ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე პლატფორმის თანადამფუძნებელი, ქეთევან ტაბუცაძე dev.ge-ს დეტალურად ესაუბრა.
Medu სამედიცინო, საგანმანათლებლო, ციფრული პლატფორმაა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლესთვის შეიქმნა. Medu პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის. Medu არის როგორც ექიმებისა და ექთნებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ფარმაცევტული კომპანიებისთვის, სამედიცინო ასოციაციებისთვის. მოკლედ, მედიცინასთან ვინც არის დაკავშირებული, ყველასთვის, გარდა პაციენტებისა.
Medu-ს ძირითადი მიზანია, სამედიცინო სფეროს ყველა რგოლს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში ხელი შეუწყოს, რათა ინფორმაცია მარტივად მიიღონ და მათთვის ეს ხელმისაწვდომი იყოს.
Medu ასევე სამედიცინო ასოციაციებზე ორიენტირდება, ანუ მათზე, რომლებიც დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყვნენ დაინტერესებულები იმით, რომ ექიმების და არა მხოლოდ, უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე იზრუნონ. პლატფორმა ხელს უწყობს ასოციაციებს, რომ ესა თუ ის ღონისძიება უფრო მარტივად დააორგანიზონ — მათ შორის არის სემინარები, ვებინარები, ონლაინ კონფერენციები.
აქ პრობლემა ისაა, რომ ისინი აქამდეც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება ხშირად დაგვიანებულია, წინასწარ არ აქვთ ცნობა ამა თუ იმ ღონისძიებაზე და სხვა. Medu-ს დახმარებით ინფორმაციის მიღება უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომია.
რაც მთავარია, ეს ციფრული პლატფორმაა — თუ ადგილზე არ ხარ მიწვეული, მაგრამ სურვილი გაქვს, რომ კონკრეტულ ღონისძიებას დაესწრო, შეგიძლია ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირდე და ტრანსლაციას ლაივ რეჟიმში უყურო. ამასთან, თუ ხარ გამომსვლელი, მომხსენებელი, მაგრამ ვერ ახერხებ, რომ იმ მომენტში ღონისძებაში ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა — შეგიძლია, ვირტუალურად ჩაერთო.
2024 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ამას აქტიურად მოითხოვს. კრედიტ ქულების დაგროვება ადრეც აუცილებელი იყო, მაგრამ არ მოწმდებოდა. ჩვენ გვინდა, პლატფორმაზე ფუნქციონალი ჩავაშენოთ, სადაც ექიმი თავის კრედიტ-ქულებს თვითონვე შეაჯამებს და არ მოუწევს, სათითაოდ ეძებოს, სად რამდენი ქულა დააგროვა. ექნება საკუთარი კაბინეტი და ბაზა — თავისი კონფერენციებისა და კრედიტ-ქულების შესახებ.
Medu უკვე არაერთ სამედიცინო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ჩვენ უკვე 18-ზე მეტ სამედიცინო ღონისძიებას გავუწიეთ ორგანიზება, რომლებშიც ჯამში 2000-მდე მსმენელმა შეძლო ვირტუალურად დასწრება.
Medu-ს შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდთან დაკავშირებული ინფორმაცია, სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან მწირი იყო და ამასთან, მისი გავრცელება ძალიან ქაოტურად ხდებოდა.
სამედიცინო სფეროში სრული ქაოსი იყო, რადგან პაციენტის კეთილდღეობა მთლიანად ექიმის ცოდნაზე იყო დამყარებული.გამიჩნდა პროტესტი, რომ რატომ უნდა იყოს შესაძლებელი, მე თბილისიდან ვირტუალურად ვესწრებოდე ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთში ტარდება, როდესაც ექემი, მაგალითად, საქართველოს რეგიონიდან თბილისში გამართულ სემინარს ვერ ესწება.
ამასთან, სამედიცინო ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ტარდება, ხშირად კარგად ორგანიზებული არ არის. მაგალითად, ხშირად კონკრეტული კონფერენცია ჩატარებამდე ორი კვირით ადრე ანონსდება. როდესაც რეგიონიდან ჩამოსვლა გინდა და აქტიური ექიმი ხარ, რომელსაც პაციენტები ჰყავს ჩაწერილი, ორი კვირა ძალიან ცოტა დროა.
ამასთან ერთად, Facebook-ის გარდა, არ არსებობს რაიმე საინფორმაციო ბაზა, სადაც კონკრეტული ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელია.
სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა-განათლების ყველაზე დიდი სურვილი აქვთ და ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, არავინ არსად ეპატიჟება. გასაგებია, რომ ყველას მიწვევა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ადამიანი, რომელსაც კონკრეტული თემა აინტერესებს, სემინარს ვირტუალურად დაესწრება და ამ ინფორმაციას ასე მიიღებს.
ჩვენი პლატფორმა პირველად 2021 წლის მაისში გაეშვა, თუმცა გვქონდა ტექნიკური პაუზა, რათა ფინანსური და ტექნიკური საკითხები მოგვეგვარებინა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლიდან ახალი სტარტი ავიღეთ. ამიტომ, თამამად არ შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მთლიანად ვფარავთ. თუმცა უახლოეს მომავალში გვაქვს ამბიცია სრულად მოვიცვათ.
არის ვებინარები, რომლებიც მხოლოდ ვირტულურად ტარდება. მაგალითად, გვქონდა რამდენიმე ვებინარი გერმანიაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგის, რომელიც შტუტგარტის კარდიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელია. მან ქართველი ექიმებისთვის, სრულიად უსასყიდლოდ სასწავლო სემინარები ჩაატარა. ექიმებმა ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ინფორმაცია მიიღეს.
ასევე ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია, სადაც ასოციაციამ კონკრეტული ექიმები ადგილზე მოიწვია. სემინარზე დასწრება. ძალიან ბევრ სხვა ექიმსაც უნდოდა, თუმცა, ან ინფორმაცია არ ჰქონდათ, ან ფიზიკურად მისვლა ვერ შეძლეს.
აქ კი გამოჩნდა Medu — პლატფორა, რომლის საშუალებითაც დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა შეძლო ვირტუალურად ლაივ რეჟიმში დასწრება. დასწრების პრობლემა განსაკუთრებით რეგიონში დგას. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, ტრანსპორტირებასთან ერთად, რეგიონში მცხოვრები ექიმების განათლებაა — ენის ბარიერი აქვთ და მხოლოდ ქართულად ჩატარებულ სემინარებზე დასწრება შეუძლიათ. ბევრია, ვისაც უცხო ენაზე მოსმენა შეუძლია, თუმცა, ყველა — არა.
ჩვენი გუნდი, იქიდან გამომდინარე რომ სტარტაპი ვართ, დიდი არ არის, მაგრამ ყველას ფუნქცია მაქსიმალურად გაწერილია.
ჩემ გვერდით დგას ანტონი მგალობლიშვილი, მედუს თანადამფუძნებელი, რომელიც სამედიცინო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით არის ჩართული, თამარ სამადალაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც ჩვენს სხვადასხვა ტიპის აქტივობას უზრუნველყოფს, ანანო ჭელიძე — მარკეტინგი, სოც. მედია კონტენტ კრეატორი, გალა მგალობლიშვილი — დიზაინი და ვიზულაური პრეზენტაცია, ლევან მეძმარიაშვილი — ფინანსური დირექტორია, ლაშა ონაშვილი — საოპერაციო მიმართლებას ხელმძღვანელობს.
ამასთან, გვყავს დასაქმებული სტუდენტები, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი, თავისი პროფილის მიხედვით, მიიღონ მონაწილეობა საორგანიზაციო საქმეში იმ კუთხით, რომ თან გამოცდილება დააგროვონ და თან საშუალება ჰქონდეთ, თავის სფეროში საკმაოდ წარმატებულ ექიმებთან კომუნიკაცია ჰქონდეთ.
დეველოპერულ საკითხებზე NLYC ზრუნავს, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ — როგორც სტარტაპს ხელს გვიწყობს, რომ მაღალი ხარისხის სერვისი შეღავათიან ფასად მოგვაწოდოს.
ასევე განსაკუთრებით მინდა გამოვყო, ჩემი მენტორი და მედუს გუნდის მხარდამჭერი თიკო მაღრაძე, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ხელს მიწყობს ნებისმიერი გამოწვევა მარტივად და ბიზნესისთვის სასარგებლოდ გადავჭრა და გადავლახო
მე ვარ ექიმი-გინეკოლოგი. ვისწავლე საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხოლო რეზიდენტურა უკრაინაში, კიევში გავაგრძელე, ამის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი.
ამასთან, მინიმალურად ინვაზიური გინეკოლოგიის ასოციაციის ხელმძღვანელი და კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი ვარ. აქედან გამოდმინარე, მე უშუალოდ შემეხო ყველა ის პრობლემა რომელსაც მედუ აგვარებს.
ბოლო პერიოდში ტექნოლოგიებით ძალიან დავინტერესდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს საქმეს გავაკეთებდი. თუმცა, ახლაც ვსწავლობ და ეს პროცესი ძალიან მომწონს.
Medu-ს შექმნისას რაიმე სერიოზული ტექნიკური პრობლემა თუ დაბრკოლება არ შეგვხვედრია, რაც ჩვენი გუნდის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ტექნიკური განათლება, რომ NLYC-ის ენაზე მესაუბრა და არც მათ სამედიცინო, რომ ჩემს ენაზე ესაუბრათ, ჩვენს შორის წარმატებული კომუნიკაცია მაინც შედგა — ყველა დასახული საკითხი პირველივე ეტაპზე გადაწყდა.
ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ტიპის პლატფორმისთვის იყოს ის, რომ სამედიცინო ასოციაციები აქტიურები არ იყვნენ. ასოციაციების რეესტრი 2024 წლიდან განახლდა. ახალი რეგულაციების შესაბამისად, მათ დაევალათ, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები სამედიცინო განათლებისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში.
გარდა ამისა, საქართველოში ვირტუალურად ჩატარებულ ღონისძიებას აკრედიტაცია არ ენიჭებოდა — არ არსებობდა ბრძანება, რომლის საფუძველზეც, კონკრეტული სემინარით თუ ვებინარით, ექიმი უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულას დააგროვებდა. ეს, რა თქმა უნდა, ალოგიკურია, რადგან მთელი ევროპა და ამერიკა დისტანციურ სწავლებას ერგება. ეს პრობლემა სამინისტროსთან წამოვჭერით და ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოითქვა მხარდაჭერა, ვნახოთ.
თავდაპირველად, როდესაც Medu შევქმენით მთლიანად ჩვენი, ჩემი და პლატფორმის თანადამფუძნებლის, ანტონ მგალობლიშვილის სახსრებით არსებობდა. რამდენიმე ღონისძიება ასოციაციებისა და კლინიკების დაკვეთით ჩატარდა, რომლებსაც სრული ორგანიზება გავუწიეთ და შესაბამისად შემოსავალიც მივიღეთ.
გარკვეულ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ წლის განმავლობაში დავაგროვოთ საჭირო მასალა და დავამატოთ გამოწერა — subscription.
გარდა იმისა, რომ საქართველოში გაფართოება გვსურს, დაგვიკავშირდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამედიცინო ოგრანიზაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, იმავე გზას გადიან, რასაც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ წინ ვართ ბევრად და ეს ძალიან საამაყოა.
ღონისძიებების ჩატარება გვსურს, რომლებსაც საქრთველოს გარდა, საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რადგან ჩვენი ცოდნა და გამოცდილება განსაკუთრებით მათ აინტერესებთ. ცხადია, ღონისძიებაზე ვირტუალურად დასწრება ყველა ქვეყნიდან უნდა იყოს შესაძლებელი. თუმცა, განსაკუთრებული ინტერესი სწორედ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან წამოვიდა. მათ ჩვენთან კომუნიკაცია ბევრად უმარტივდებათ, ვიდრე სხვა ევროპელ კოლეგებთან.