ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის, Mastodon-ის ცნობით, პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდება. ახლა, როდესაც თქვენ Mastodon-ზე დარეგისტრირებას ეცდებით, ის ანგარიშის შესაქმნელად, სერვერის არჩევის ნაცვლად, მარტივ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

Mastodon-ის ქსელში გაწევრიანებისას მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას აურაცხელ სერვერებზე დარეგისტრირება წარმოადგენდა. ეს პროცესი ცენტრალიზებული სოციალური ქსელებისთვის, როგორიცაა Twitter ან Instagram, უცნობია.

Mastodon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ევგენი როჩკომ ბლოგპოსტში განაცხადა, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებლებს სერვერის არჩევის თავისუფლებას არ ართმევს.

«შეიძლება გვკითხოთ, როგორ აძლიერებს სერვერის ნაგულისხმევი ვარიანტი დეცენტრალიზაციას. ჩვენ გვჯერა, რომ Mastodon-ისთვის მნიშვნელოვანია, კარგი პროდუქტი არა მხოლოდ იდეოლოგიით, არამედ დამსახურებითაც იყოს. თუ ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს მოვიზიდავთ, რომლებიც დეცენტრალიზაციაზე უკვე ზრუნავენ, ჩვენი მიზანი — დეცენტრალიზაცია მეინსტრიმი გავხადოთ, ბევრად უფრო რთული შესასრულებელი გახდება». — თქვა მან.

გასულ წელს, მას შემდეგ რაც ილონ მასკმა Twitter იყიდა, რამდენიმე მომხმარებელმა Mastodon-ზე რეგისტრაცია ალტერნატიული ქსელის მოძებნის მიზნით დაიწყო.

უახლესი ინფორმაციით, სოციალური ქსელი ინფრასტრუქტურასა და ინსტრუმენტებს განაახლებს, რათა მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გამოცდილება შექმნას.

გარდა ამისა, Mastodon მალე ისეთ ფუნქციებს დაამატებს, როგორიცაა ციტირებული პასუხები, უკეთესი კონტენტი და პროფილის ძებნა. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯეკ დორსის მიერ მხარდაჭერილმა დეცენტრალიზებულმა სოციალურმა ქსელმა, Bluesky-მ დამაიმედებელი ცვლილებები განიცადა. ქსელი ჯერ კიდევ დატესტვის რეჟიმშია, თუმცა ორგანიზაციამ ახლახან Android აპი გამოუშვა და 50,000 მომხმარებლის ზღვარი გადალახა.

რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
Virgin Orbit: ბრენსონის ოცნება მისიის წარუმატებლობის შემდეგ დამთავრდა
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
WhatsApp მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების საშუალებას აძლევს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.