ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Mastodon სავსეა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მასალებით

სტენფორდის ინტერნეტ მკვლევრების ახალი მიგნებების თანახმად, Mastodon, დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად განიხილებოდა, სავსეა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მასალებით (CSAM).

კომენტარის დატოვება

სულ რაღაც ორ დღეში მკვლევარებმა მასტოდონის 325 000 პოსტიდან CSAM-ის 112 შემთხვევა აღმოაჩინეს. პირველი მათგანი ხელმისაწვდომი მხოლოდ ხუთწუთიანი ძიების შემდეგ გახდა. 

მკვლევარებმა სრულად შეამოწმეს Mastodon-ის 25 ყველაზე პოპულარული სერვერი. ასევე, გამოიყენეს Google-ის SafeSearch API აშკარა სურათების იდენტიფიცირებისთვის, PhotoDNA-სთან ერთად, ინსტრუმენტი, რომელიც CSAM-ის პოვნისთვის გამოიყენება. 

ძიების დროს გუნდმა იპოვა 554 პოსტი, რომელიც ემთხვეოდა იმ ჰეშთეგებს ან საკვანძო სიტყვებს, რომლებსაც ინტერნეტში ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები ყველაზე ხშირფად იყენებენ. 

მთელს პლატფორმაზე იყო 713 იუზერი, რომლებიც CSAM-თან დაკავშირებულ  ტოპ 20 ჰეშთეგს იყენებდა. ჰეშთეგზე იყო როგორც ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე 1 217 მხოლოდ ტექსტური პოსტი, რომელიც «არასრულწლოვანთა CSAM ვაჭრობაზე» მიუთითებდა. 

მკვლევრების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე თვის დასაწყისში დროებით გაითიშა mastodon.xyz — Mastodon-ის ერთ-ერთი სერვერი. მიზეზი სწორედ CSAM-ის გამოქვეყნებაა. 

სერვერის ერთ-ერთი ადმინისტრატორის განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ დომები «ცრუ-დადებით» სიაში დაამატა, რათა შემდგომი შეტევა თავიდან აიცილოს. თუმცა, სტენფორდის მკვლევრები აცხადებენ, რომ იმან, რამაც სერვერის გათიშვა გამოიწვია, სულაც არ არის «ცრუ დადებითი». 

ერთ-ერთმა მკვლევარმა, დევიდ ტიელმა The Washington Post-ს უთხრა, რომ 2 დღის განმავლობაში მათ იმაზე მეტი photoDNA შეტევა მიიღეს, ვიდრე ორგანიზაციის არსებობის ისტორიის მანძილზე მიუღიათ. 

Mastodon-ის მსგავსი დეცენტრალიზებული ქსელების პოპულარობა იზრდება, პარალელურად კი იზრდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. 

დეცენტრალიზებული ქსელები არ იყენებენ კონტენტის კონტროლის იმავე მიდგომას, რასაც იყენებენ Facebook, Instagram და Reddit და თუნდაც ტვიტერი. 

ამიტომ, მკვლევრები მომხმარებლებს ურჩევებნ, Mastodon დამხმარე ინსტრუმენტებთან — PhotoDNA-სთან და CyberTipline-თან ერთად გამოიყენონ. 

რა არის Mastodon რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა
თემის მიხედვით
რა არის Mastodon, რომელიც Twitter-ის მომხმარებლებისთვის ალტერანტივად იქცა

ასევე წაიკითხეთ
Meta მუშაობს, რომ Threads დეცენტრალიზებული ქსელის ნაწილი გახდეს
Meta მუშაობს, რომ Threads დეცენტრალიზებული ქსელის ნაწილი გახდეს
Meta მუშაობს, რომ Threads დეცენტრალიზებული ქსელის ნაწილი გახდეს
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
Meta Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის გამოშვებას აპირებს
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს
Instagram Twitter-ის კონკურენტ აპლიკაციას ამზადებს
Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
Mastodon-ზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.