ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
1 თებერვალი 2024, 15:38
2024-02-01
Mastercard-მა გენერაციული AI შექმნა, რომელიც თაღლითობის აღმოჩენას 300%-ით გააუმჯობესებს
გადახდების საერთაშორისო სისტემამ Mastercard განაცხადა, რომ შექმნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი — Decision Intelligence Pro, რომელიც ბანკებს დაეხმარებათ, რეალურ დროში განსაზღვრონ, არის თუ არა ესა თუ ის გადარიცხვა ავთენტური. ამ პროცესს მხოლოდ 50 მილიწამი დასჭირდება.
გადახდების საერთაშორისო სისტემამ Mastercard განაცხადა, რომ შექმნა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი — Decision Intelligence Pro, რომელიც ბანკებს დაეხმარებათ, რეალურ დროში განსაზღვრონ, არის თუ არა ესა თუ ის გადარიცხვა ავთენტური. ამ პროცესს მხოლოდ 50 მილიწამი დასჭირდება.
Mastercard-ის კიბერ და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, აჯაი ბჰალა ამბობს, რომ ახალი AI გადაწყვეტა — Mastercard-ის საკუთრების განმეორებადი ნერვული ქსელი — გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბირთვი — კომპანიის კიბერუსაფრთხოების და თაღლითობის საწინააღმდეგო გუნდების მიერ ნულიდან არის შექმნილი.
«ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროების შესაბამისად, Mastercard ღია კოდს ეყრდნობა. მაგრამ, ძირითადად, ის კომპანიის ინჟინრებმა შექმნეს». — თქვა ბჰალამ.
Mastercard-ის ალგორითმი იმ 125 მილიარდამდე ტრანზაქციის მონაცემების დაყრდნობით შეიქმნა, რომლებიც ყოველწლიურად ხორციელდება.
ტექსტური მონაცემების ნაცვლად, Mastercard-ის ალგორითმი მინიშნებად ბარათის მფლობელის ვიზიტების ისტორიას იყენებს. ამის შემდეგ ალგორითმი Mastercard-ის ქსელში ბილიკებს აგენერირებს და პასუხებს წერტილების სახით პოულობს.
ბჰალას თქმით, ეს ტექნოლოგია თაღლითობის გამოვლენას 300%-ით გააუმჯობესებს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.