ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მასკი მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან

​ილონ მასკი მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან.  

კომენტარის დატოვება
მასკი მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან

​ილონ მასკი მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან.  

მასკმა თავის 122 მილიონ ფოლოუერს ჰკითხა: 

«დავტოვო Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობა? დავიცავ შედეგებით მიღებულ გადაწყვეტილებას». 

ამ ეტაპზე ილონ მასკის კომპანიის თავმჯდომარეობიდან წასვლის სასარგებლოდ ხმა 57,3%-მა მისცა, დარჩენის სასარგებლოდ — 42,7%-მა. გამოკითხვაში მონაწილეობა 15 532 317-მა ადამიანმა მიიღო. 

გამოკითხვის დასრულებამდე 2 საათია დარჩენილი. 

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.

გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ. ილონ მასკი ამ პირებს საჯაროდ «არცხვენდა» და ლანძღავდა.  

შეცვალა სამუშაო რეჟიმი. 

ასევე, ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახადა — ის $8 ღირს. ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. 

Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა. 

ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, გააუქმა რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში, რომლებიც მას და მის ქმედებებს აშუქებდნენ. არგუმენტად მან Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი წესები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ეს პოლიტიკა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალა. 

დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა The New York Times, CNN და Washington Post. თუმცა, მის ამ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა და მომდევნო დღეს ჟურნალისტების ანგარიშები აღდგა. 

ბოლო ცვლილებების თანახმად, ილონ მასკმა დაბლოკა ყველა სხვა სოციალური მედიის ანგარიში, ასევე, აიკრძალა ამ სოციალური მედიების ლინკების გაზიარება. 

Twitter-მა ანგარიშები აღუდგინა იმ ჟურნალისტებს რომლებიც მასკის გაშუქებისთვის დაბლოკეს
Twitter-მა ანგარიშები აღუდგინა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მასკის გაშუქებისთვის დაბლოკეს
თემის მიხედვით
Twitter-მა ანგარიშები აღუდგინა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მასკის გაშუქებისთვის დაბლოკეს


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.