Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google-მა დაადასტურა, რომ ამ კვირაში თავისი გლობალური რეკრუტირებს გუნდიდან რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს.
Google-მა დაადასტურა, რომ ამ კვირაში თავისი გლობალური რეკრუტირებს გუნდიდან რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს.
ინტერნეტ გიგანტმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ამდენი თანამშრომელი აღარ სჭირდება, ვინაიდან თანამშრომლების დაქირავებაც შეამცირა.
ადამიანები, ვინც კომპანიას დატოვებს, შეტყობინებებს დღეს მიიღებენ.
«როგორც ვთქვით, ჩვენ ინვესტირებას ტოპ საინჟინრო და ტექნიკურ საკითხებში ვაგრძელებთ და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ანელებს ჩვენი დაქირავების საერთო ტემპს». — განაცხადა Google-ის სპიკერმა კორტენაი მენჩინიმ განცხადებაში.
«შესაბამისად, ჩვენი რეკრუტერებისთვის საქმე შემცირდა. იმისათვის, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაო გავაგრძელოთ და ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველვყოთ, რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, შეგვემცირებინა დასაქმებულთა გუნდი. ჩვენ მხარს დაუჭერთ ყველას, ვინც გათავისუფლებების დროს რთულ პერიოდს გადის, როდესაც ისინი ახალ შესაძლებლობებს ეძებენ აქ Google-ში და მის ფარგლებს გარეთ.» — დაამატა კორტენაი მენჩინიმ განცხადებაში.
Google-მა ადრე არაერთხელ თქვა, რომ თავის ხარჯვას და დაქირავების ტემპს შეანელებს, რადგან პანდემიის დროს მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რის შედეგადაც რიცხვები ბევრად აღემატება, ნორმალურს.
იანვარში Google-მა 12 000 ადამიანი გაათავისუფლა, ანუ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების დაახლოებით 6%, 2020 წლის დასაწყისში კომპანიამ 120 000-დან შარშან ამ დროისთვის დაახლოებით 190 000-მდე ადამიანი დაიქირავა, რაც ნიშნავს თვეში დაახლოებით 6,000 დამატებით დაქირავებულს.
ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია კადრების აყვანას წყვეტს — Google აგრძელებს ვაკანსიების განცხადებას სხვადასხვა თანამდებობაზე.