ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Lineate — ამერიკული კომპანია, რომელიც ოძისელ ბავშვებს ტექნოლოგიებს აზიარებს

Lineate-ს სულ 175 თანამშრომელი ჰყავს, მათგან 100 — საქართველოში. კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს შემოვიდა, ამერიკელ და ევროპელ მომხმარებლებს რთული პროგრამული ამოცანების გადაჭრაში ეხმარება, საქართველოში კი გრეის ჰოპერის ჯილდოს  თანაორგანიზატორია და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლებასაც გეგმავს. 

კომენტარის დატოვება
Lineate — ამერიკული კომპანია, რომელიც ოძისელ ბავშვებს ტექნოლოგიებს აზიარებს

Lineate-ს სულ 175 თანამშრომელი ჰყავს, მათგან 100 — საქართველოში. კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს შემოვიდა, ამერიკელ და ევროპელ მომხმარებლებს რთული პროგრამული ამოცანების გადაჭრაში ეხმარება, საქართველოში კი გრეის ჰოპერის ჯილდოს  თანაორგანიზატორია და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლებასაც გეგმავს. 

ლინეატის დამფუძნებელი და აღმასრულებელ დირექტორი, ბენ ენგბერი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა — ნიუ იორკიდან. თუმცა, ახლა ნაწილობრივ საქართველოში მუშაობს — მისი კომპანიის სტაფის უმეტესი ნაწილი თბილისშია. გარდა ამისა, ბენ ენგბერი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრია. 

ბენ ენბერი ინტერნეტ ტექნოლოგიებით 8 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა სკოლაში შესაბამისი საგნის სწავლება დაიწყო. გვეუბნება, რომ გაუმართლა, ვინაიდან მაშინ ეს იშვიათობა იყო. 

«ჩემი სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო აშშ-ში, რომელმაც სკოლებში კომპიუტერები შეიტანა». — ამბობს ის — «მაშინ პროგრამირების საფუძვლები გვასწავლეს. თუმცა, მასწავლებლების უმეტესობა თავადაც იმ დროს სწავლობდა. კლასში ჯგუფებად გვყოფდნენ და პროგრამირების დავალებებს გვაძლევდნენ. ეს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური იყო». 

ინტერნეტ ტექნოლოგიების და პროგრამირებით დაინტერესების გამო ბენმა სხვადასხვა რამის შესწავლა დაიწყო, მათ შორის, ვექტორული არითმეტიკის. 

«გქონდეს კარიერა, რომელიც ამოცანების გადაჭრაზეა ორიენტირებული, არაჩვეულებრივია». 

თუმცა, ბენი თავიდან ფიქრობდა, რომ ჯობდა, რამე უფრო «სერიოზული» ესწავლა, ამიტომ უმაღლესი განათლება მათემატიკისა და ფინანსების კუთხით მიიღო. 

მალევე მიხვდა, რომ ის პრობლემები, რომელსაც პროგრამირება ჭრის, ყველა სფეროში იყო. ამიტომ, ამ მიმართულებით იმუშავა როგორც გამომცემლობაში, გაზეთში, ონლაინ გაყიდვებში და სხვა. 

თავისი საკუთარი კომპანიის დაფუძნება კი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა. ამ დროისთვის ბენ ენგბერს პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება ჰქოდა.

ის, ისევე, როგორც ბიზნეს კომპანიები მიხვდნენ, რომ დიდი მონაცემები ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იქამდე. ბენმა ბიზნესებთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო. 

Lineate 2002 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ კომპანიამ არაერთი სირთულე გადალახა, მათ შორის, ყველაზე მძიმე 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2020 წელს დაწყებული კოვიდ-პანდემია იყო. 

«2009 წელს, 48 საათში 3 ძირითადი კლიენტი დავკარგეთ, იმიტომ, რომ გაკოტრდნენ». — ყვება ბენ ენგბერი. — «თუმცა, მალევე, ერთ-ერთმა მსხვილმა გაზეთმა გადაწყვიტა, ონლაინ გამოწერებისთვის მეტი ყურადღება დაეთმო და ჩვენ მოგვმართა, იმიტომ, რომ მე წარსულში გაზეთში ვმუშაობდი. ამან გადაგვარჩინა». 

პანდემიის დროს კი — ლინეატს ბევრი კლიენტი ყავდა, რომელიც მოგზაურობისა და ღონისძიებების, ტურიზმის სფეროსთანაა დაკავშირებული. საზღვრების ჩაკეტვა მათზე აისახა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და კომპანიამდეც მოვიდა. 

«მაგრამ მაშინ ვთქვით, რომ პანდემია გაივლის, ამ კლიენტების დაკარგვა კი არ გვინდა. ამიტომ, თავიანთი ბიზნესების აღდგენამდე  მათ უფასო სერვისები შევთავაზეთ. ასე იძენ ერთგულ კლიენტებს — ახსოვთ, რა გავაკეთეთ მათთვის».

კომპანიის სერვისების ძირითადი ნაწილი დღემდე ღრუბლოვანი ტექნოლოგიებზე, მონაცემთა ინტეგრაციაზე, ანალიტიკასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე მოდის. 

Lineate-ის სათავო ოფისი ნიუ იორკშია. აშშ-ში სხვა 4 პატარა ოფისიც აქვს, დიდი დეველოპერული ცენტრი კი საქართველოშია განთავსებული. 

«ჩვენ ვეძებთ ადგილებს, სადაც IT-სთვის კარგი გარემოა შექმნილი, არიან ნიჭიერი ადამიანები და რაც ყველაზე მთავარია, განვითარებადი ბაზარია — საფუძველი არსებობს, მაგრამ სფერო ჯერ მაინც ახალია, კარგი ბიზნეს-გარემოა, საქართველოს აშშ-სთან კარგი ურთიერთობები აქვს, ხელისუფლებამ რამდენიმე კარგი კანონი მიიღო და ა.შ». — ამბობს ბენი. 

Lineate-თან მიდიან ადამიანები და კომპანიები, რომელთაც არა მხოლოდ ამა თუ იმ პრობლემის ტექნოლოგიური გზით გადაჭრა, არამედ მეგზურობა და ლიდერობა სჭირდებათ.

«ჩვენ მათ ვუსმენთ — გვაინტერესებს არა მხოლოდ ის, რისი გაკეთება და აშენება უნდათ, არამედ ის, თუ რის მიღწევას ცდილობენ, რა არის მათი მიზანი». — ამბობს ბენი. 

საქართველოში Lineate-ს რეგიონული დირექტორი, გიორგი ციკოლია ხელმძღვანელობს.

ქართულ ბაზარზე კომპანიას კლიენტები არ ჰყავს. ის ამერიკულ და დასავლეთ ევროპულ ბიზნესებთან მუშაობს. 

ლინეატი ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროექტს ახორციელებს — ერთ-ერთი დეველოპერული სკოლაა, სადაც front-end და back-end მქონე დეველოპერებს უნარების გაუმჯობესება უფასოდ შეუძლიათ.

კომპანია გრეის ჰოპერის ჯილდოს თანაორგანიზატორი კომპანიაა — ჯილდო საქართველოში ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებს და გოგოებს ეხება. ჯილდოს დამაარსებლები ცდილობენ, წაახალისონ მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციები და წამოწყებული ინიციატივები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის ქალთა ჩართულობას ICT სექტორში. 

გარდა ამისა, Lineate გეგმავს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში მცხოვრები ბავშვები ტექნოლოგიებს აზიაროს — სოფლის სკოლებს კომპანია კომპიუტერებით მოამარაგებს. 

«ამ ყველაფრის არსი მათთვის შესაძლებლობების მიცემაა, ისეთის, როგორც მე 8 წლის ასაკში მქონდა». — გვეუბნება ბენი». — იქნებ თავიანთი შესაძლებლობები და ვნება აღმოაჩინონ. წარმოიდგინეთ ტალანტი, ნიჭი, რომელიც შეიძლება იქ არსებობდეს. იმედი მაქვს, აქედან 10 წელიწადში შედეგებს ვნახავთ და მნიშვნელოვანი, არსებითი ცვლილებების მომსწრენიც გავხდებით». 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
თემის მიხედვით
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო


ასევე წაიკითხეთ
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
როგორ მუშაობს და რას გეგმავს საქართველოს ICT ასოციაცია
როგორ მუშაობს და რას გეგმავს საქართველოს ICT ასოციაცია
როგორ მუშაობს და რას გეგმავს საქართველოს ICT ასოციაცია
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ
ბოლო წლებში საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლის შესაძლებლობები გაიზარდა. შესაბამის ფაკულტეტს საქართველოში უკვე ბევრი უნივერსიტეტი გვთავაზობს. ჩვენ ისინი შევკრიბეთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩამონათვალი თქვენთვის სასურველი სასწავლებლის არჩევაში მცირედით მაინც დაგეხმარებათ.
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.