ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

გრეის ჰოპერის რიგით მესამე — 2023 წლის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

კომენტარის დატოვება
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

გრეის ჰოპერის რიგით მესამე — 2023 წლის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

ჯილდოს გახსნის ღონისძიება 31 მარტს გაიმართა — მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გასული წლის გამარჯვებულებმა და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალებმა გრეის ჰოპერის ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულები 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

გრეის ჰოპერის ჯილდო საქართველოში ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებს და გოგოებს ეხება. ჯილდოს დამაარსებლები ცდილობენ, წაახალისონ მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციები და წამოწყებული ინიციატივები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის ქალთა ჩართულობას ICT სექტორში. 

გრეის ჰოპერის ჯილდო ​USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ინიციატივაა. ის TBC-სთან პარტნიორობით ხორციელდება, ასევე, მხარდაჭერილია VISA-ს, UGT-ის, Majorel Georgia-ს, Adjara Group-ის, GIZ-ის, Lineate-ის და პარლამენტის გენდერული საბჭოს მიერ. 

რაც შეეხება გრეის ჰოპერს, რომლის სახელსაც ჯილდო ატარებს — ის მე-20 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და აშშ-ის კომპიუტერული პროგრამირების პიონერია. კონტრადმირალი გრეის ჰოპერი იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელიც Harvard Mark I-ზე მუშაობდა. მისმა საქმიანობამ განაპირობა COBOL-ის — ადრეული პროგრამირების ენის განვითარება.

ქალები რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
თემის მიხედვით
ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა


ასევე წაიკითხეთ
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული. 
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია. 
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები. 
EXPO 2023 — გამოფენა ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტრეპრენერი ქალებისთვის 
EXPO 2023 — გამოფენა ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტრეპრენერი ქალებისთვის 
EXPO 2023 — გამოფენა ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტრეპრენერი ქალებისთვის 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.