ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
7 მარტი 2024, 13:07
2024-03-07
როგორ მუშაობს და რას გეგმავს საქართველოს ICT ასოციაცია
საქართველოში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სექტორის ასოციაცია (ICTA) გამოჩნდა, რომელსაც IT კომპანია Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე უხელმძღვანელებს. ამასთან, საბჭოს წევრებს შორის EPAM Georgia-ს გენერალური დირექტორი, გივი სართანია და Exactpro Systems Georgia-ს ხელმძღვანელი, ნათია სირბილაძე არიან.
ICT ასოციაციის ყოველთვიური შეხვედრა 4 მარტს გაიმართა.
ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, თორნიკე სულაბერიძემ BM.GE-სთან ასოციაციის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე, ასევე მუშაობის სტილზე დეტალურად ისაუბრა.
თორნიკე სულაბერიძის თქმით, ICT ასოციაცია ჯერ კიდევ 2020 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც IT სექტორი პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამასთან, მის სრულყოფილ მუშაობას პანდემიამაც შეუშალა ხელი. შესაბამისად, ასოციაცია იმ დროისთვის ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა ახლა მათ ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გარდაქმნა და განვითარება სურთ.
მანვე აღნიშნა, რომ სექტორის სწრაფი ზრდა, თავისმხრივ, გამოწვევებსა და პრობლემებს აჩენს, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია. მისი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის არსებული არათანაბარი გარემოს დაბალანსებაა.
ICT ასოციაციაში ჯამში 15 კომპანიაა გაერთიანებული. თორნიკე სულაბერიძის თმით, მათი გეგმა გაცილებით დიდ არეალზე გასვლაა, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს».
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებოს შესახებ 2023 წელს.