ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეღონისძიებები
10 ივლისი 2023, 13:23
2023-07-10
ივლისის ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში — ნაწილი II
ივლისი საქართველოში ტექნოლოგიური ღონისძიებებით დატვირთული თვეა — რამდენიმე საინტერესო ღონისძიება უკვე გაიმართა. მიუხედავად ამისა, IT სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს წინ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდებათ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და პროგრესში დაეხმარება.
ივლისი საქართველოში ტექნოლოგიური ღონისძიებებით დატვირთული თვეა — რამდენიმე საინტერესო ღონისძიება უკვე გაიმართა. მიუხედავად ამისა, IT სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს წინ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდებათ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და პროგრესში დაეხმარება.
გთავაზობთ ივლისის ტექნოლოგიურ ღონისძიებებს საქართველოში:
11 ივლისსHT Solutions-სა და GITA • Tech Park-ის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება, რომელიც სპეციალურად სტარტაპებზეა მორგებული და მათ მათ უნიკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზეა მორგებული.
ღონისძიებაზე გაიგებთ, როგორ შეუძლია DevOps-ს თქვენი სტარტაპის ახალ სიმაღლეებზე აყვანა, რაც მასშტაბურობისა და ეფექტურობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, პარტნიორები AWS-დან სტარტაპისთვის სწორი ტექნიკური საფუძვლების შექმნის შესახებ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებენ.
«ეფეს საქართველოსა» და Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა GoGreen, მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60-მდე გუნდმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 სტარტაპი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, დადებითი სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა სავალდებულოა რეგისტრაცია. 👈
13 ივლისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე.
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. 10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარმოადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და ჩვენი სტუმრების წინაშე.
დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე. 👈