ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

იტალიაში ChatGPT-ის აკრძალვის შემდეგ VPN-ზე მოთხოვნა გაიზარდა

მას შემდეგ, რაც იტალიამ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს chatGPT-ზე წვდომა კონფიდენციალურობის ხარვეზების მიზეზით, ქვეყანაში VPN-ის გადმოტვირთვის რიცხვი გაიზარდა. 

აკრძალვა პირველ აპრილს გააქტიურდა, რის შემდეგაც VPN-ის პროვაიდერმა, PureVPN-მა ვებსაიტზე მომხმარებლების უჩვეულო ზრდა დაარეგისტრირა — წყარო იტალია აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება

მანქანური სწავლების ჩატბოტი chatGPT Open AI-მ 2022 წლის წლის ნოემბერში გაუშვა და ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი დააგროვა.

«chatGPT იტალიაში ისეთივე პოპულარულია, როგორც სხვა ქვეყნებში, ვინაიდან ის ადამიანის მსგავსად გესაუბრება. თუმცა, იტალიელებს მასზე წვდომა აღარ აქვთ. ამიტომ, ბევრი მათგანი მიმართავს VPN-ებს შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით». — თქვა VPN-ის პროვაიდერმა თავის ბლოგ პოსტში.

რატომ აკრძალა იტალიამ ChatGPT?

ChatGPT უკვე აკრძალულია ცნობილი ავტორიტარული მთავრობების მიერ, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, და ჩრდილოეთ კორეა. იტალია პირველი დასავლური, დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც ის დაბლოკა.

პროგრამული უზრუნველყოფის აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც Garante-მ, მონაცემთა დაცვის იტალიურმა ორგანიზაციამ, OpenAI დაადანაშაულა იტალიელების მონაცემების არასწორად შეგროვებასა და შენახვაში და შესაბამისად, GDPR რეგულაციების დარღვევაში. შეშფოთების მიზეზი ისიც ხდება, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია არასრულწლოვანთათვის საზიანო შინაარსის მასალის მიწოდება ასაკის გადამოწმების პროცედურის არარსებობის გამო.

BBC-ის ცნობით, იტალიის ხელისუფლებამ OpenAI-ს 20 დღე მისცა პრობლემების გადასაჭრელად, ვითარების არგამოსწორების შემთხვევაში კი ის დაჯარიმდება წლიური შემოსავლის 4%-მდე. 

OpenAI-მ ბრალდებები უარყო.

«ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება აუცილებელია — ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველით Garante-სთან მჭიდრო თანამშრომლობას და მათთვის ახსნას, თუ როგორ არის აგებული და გამოყენებული ჩვენი სისტემები,» — განუცხადა BBC-ს OpenAI-ის სპიკერმა და დაამატა, რომ მოუთმენლად ელის, როდის გახდება ChatGPT იტალიაში ხელახლა ხელმისაწვდომი.

Garante იტალიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის პირველი იყო, ვინც ჩინური TikTok-ის მიერ ევროკავშირის კონფიდენციალურობის რეგულაციების პოტენციური დარღვევის შესახებ განაცხადა.

როგორ დაგეხმარებათ VPN

VPN ვირტუალური კონფიდენციალური ქსელი არის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა. ის მალავს თქვენს ნამდვილ IP მისამართს და შიფრავს თქვენს ინტერნეტთან კავშირს.

VPN-ის ერთ-ერთ საერთაშორისო სერვერთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც ChatGPT არ არის დაბლოკილი, იტალიაში მყოფი ადამიანები წამებში შეძლებენ ჩატბოტზე წვდომას.

VPN შესაძლოა სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება სამსახურში ან სკოლაში გსურთ, რადგან ის შესაძლოა ამ ქსელებში დაბლოკილი იყოს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
რა არის როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ VPN
რა არის, როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ VPN
თემის მიხედვით
რა არის, როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ VPN
Mullvad VPN-მა და Tor Project-მა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ახალი ბრაუზერი შექმნეს
Mullvad VPN-მა და Tor Project-მა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ახალი ბრაუზერი შექმნეს
თემის მიხედვით
Mullvad VPN-მა და Tor Project-მა კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ახალი ბრაუზერი შექმნეს

ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.