ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ილონ მასკს X-ზე ანტისემიტიზმთან ბრძოლას სთხოვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ილონ მასკს სთხოვა, რომ პლატფორმაზე ანტისემიტიზმი შეაჩეროს.

კომენტარის დატოვება
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ილონ მასკს X-ზე ანტისემიტიზმთან ბრძოლას სთხოვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ილონ მასკს სთხოვა, რომ პლატფორმაზე ანტისემიტიზმი შეაჩეროს.

რამდენიმე კვირის წინ მასმა თქვა, რომ Anti-Defamation League (ADL)-ს უჩივლებდა — ორგანიზაცია მან მტკიცებულების გარეშე X-ის «მოკვლის მცდელობაში» მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა პლატფორმაზე სიძულვილის ენის მატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამის შემდეგ მასკმა ADL-ის მიმართ კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნა. 

ნეთანიაჰუსა და მასკის შეხვედრა ტესლას ქარხანაში, სან ხოსეში გაიმართა, რის შემდეგაც მათ შორის ერთსაათიანი საუბარი შედგა, რომელიც პირდაპირ ეთერში X-ზე გადაიცემოდა.

ნეთანიაჰუმ მასკი სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის შეაქო და თქვა, რომ იცის, რომ X-ის მფლობელი ანტისემიტიზმის წინააღმდეგია.

«იმედი მაქვს, პირველი შესწორების ფარგლებში, შეაჩერებთ ანტისემიტიზმს. მე მოგიწოდებთ იპოვოთ ბალანსი». — თქვა ნეთანიაჰუმ.

მასკმა კი უპასუხა, რომ ის ნებისმიერ ჯგუფთან კონფლიქტის წინააღმდეგია.

«მე წინააღმდეგი ვარ ანტისემიტიზმის და არა მარტო ანტისემიტიზმის, ყველაფერის, რაც სიძულვილს და კონფლიქტს უწყობს ხელს». — თქვა მან.

მიუხედავად ამისა, მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ «სიტყვის თავისუფლება ზოგჯერ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არ მოგწონს, ამბობს იმას, რაც არ მოგწონს».

მანვე დასძინა, რომ X-ზე დღეში 100-დან 200 მილიონამდე პოსტი იდება და «ზოგიერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება».

შემდეგ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამან მასკს ხელი არ უნდა შეუშალოს, დაგმოს ანტისემიტიზმი. 

«მე არ მაინტერესებს, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მნიშვნელოვანია მისი დაგმობა», — თქვა მან.

ნეთანიაჰუმ მასკს განუცხადა, რომ ანტისემიტიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა არის X-ზე სიძულვილის ენის გასაძლიერებლად ბოტების გამოყენების აკრძალვა.

მთელი ამ საუბრის განმავლობაში ნეთანიაჰუმ არაერთხელ შეაქო ილონ მასკი. 

მათი საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტსაც. ნეთანიაჰუმ მასკს «ჩვენი დროის ედისონი» უწოდა და ხუმრობით აშშ-ის არაოფიციალურ პრეზიდენტად მოიხსენია.

მასკის თქმით უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი
თემის მიხედვით
მასკის თქმით, უკრაინელებისთვის Starlink-ის გათიშვა ჯო ბაიდენის ბრალია და არა მისი


ასევე წაიკითხეთ
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.