ილონ მასკმა და გრაიმსმა მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვეს
მილიარდერმა, Space X-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა კანადელ მომღერალ გრაიმსთან შეძენილ მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვა.
მილიარდერმა, Space X-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა კანადელ მომღერალ გრაიმსთან შეძენილ მესამე საერთო შვილს ტექნო მექანიკუსი დაარქვა.
ბავშვის სრული სახელია Tau Techno Mechanicus.
მასკის და გრაიმსის 2 უფროს შვილებს ჰქვიათ: X Æ A-Xii და Exa Dark Sideræl.
X Æ A-Xii 2020 წელს დაიბადა.
Exa Dark Sideræl წყვილს სუროგატისგან 2021 წელს შეეძინათ.
მთლიანობაში ილონ მასკს 10 შვილი ყავს.
5 მათგანის დედა ჯასტინ უილსონია, ის და მასკი 2008 წელს განქორწინდნენ. უილსონი კანადელი მწერალია.
2 საერთო შვილი ილონ მასკს შივონ ზილისთან ჰყავს. ზილისი მასკის კიდევ ერთი კომპანისს, ნეურალინკის ერთ-ერთი აღმასრულებელია. მათი ტყუპები 2021 წლის ნოემბერში დაიბადნენ.
ილონ მასკის შვილების შესახებ ინფორმაცია მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია, რომელიც უოლტერ აიზეკსონმა დაწერა.
წიგნის თანახმად, ზილისი ამბობს, რომ მასკს სურს, ჭკვიან ხალხს შვილები ჰყავდეს. ამიტომ, მასკმა მას სპერმის დონორობა შესთავაზა.
«შვილები გენეტიკურად მისია». — ამბობს ქალი.
წიგნისვე თანახმად, ამ შეთანხმების შესახებ გრაიმსმა არაფერი იცოდა.
გრაიმსის ამბობს, რომ მისი ამოცანაა, თავისი შვილები საჯაროობისგან დაიცვას.
მასკის ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ახლა 18 წლისაა, ოფიციალური პროცედურები დაიწყო სახელისა და გენდერის შესაცვლელად — მას სურს, მამასთან საერთო არაფერი ჰქონდეს.