ილონ მასკმა ამ ამბავზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოხატა.
ინციდენტი მართლა მოხდა და თანამშრომელი ნამდვილად დაშავდა (ის სრულად გამოჯანმრთელდა).
მასკმა სხვა ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
უპირველეს ყოვლისა, მას არ მოსწონს ფაქტი, რომ ამბავი ახლა გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა.
უფრო მეტიც, მასკი რამდენიმე მედიის დამოკიდებულებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მათ არ გაარკვიეს, რომ შემთხვევა 2021 წელს მოხდა და არა დღეს.
«მედიისთვის ნამდვილად სამარცხვინოა ორი წლის წინანდელ ამბავზე საუბარი, თანაც უბრალო სამრეწველო Kuka რობოტის მკლავის გამო». — დაწერა მასკმა X-ზე.
კიდევ ერთი რამ, რაც ილონ მასკს არ მოეწონა არის ის, რომ ზოგიერთმა გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ინციდენტში Tesla-ს რობოტი, Optimus მონაწილეობდა.
რეალურად, ინციდენტი Kuka-ს მიერ დამზადებული ავტომატიზირებული სამრეწველო რობოტის გამო მოხდა, რომელსაც რამდენიმე ბიზნესი და კომპანია იყენებს (არა მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიაში).
ერთ-ერთ მედიასზე მასკი განსაკუთრებით გაბრაზდა, რადგან მათ სტატიისთვის Optimus-ის სურათი გამოიყენეს, რათა მკაფიოდ აღენიშნათ, რომ ინციდენტში Tesla-ს რობოტი მონაწილეობდა.