ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სავარაუდოდ, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებზე მიიტანეს იერიში

იემენის სანაპიროსთან რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა, ზოგიერთი პრესა ვარაუდობს, რომ დამნაშავე ტერორისტული ჯგუფები არიან.

კომენტარის დატოვება

ისრაელის საინფორმაციო სააგენტო, Globes ვარაუდობს, რომ ოთხი კაბელი — AAE-1, Seacom, Europe India Gateway (EIG) და TGN სისტემები — წითელ ზღვაში ჰუსიტებმა დააზიანეს.

«კაბელების დაზიანება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმების შედეგი იყო. აღდგენას შესაძლოა რვა კვირა დასჭირდეს». — წერს Globes.

ინტერნეტ-მონიტორინგის კომპანიამ, NetBlocks-მა დაადასტურა, რომ ჯიბუტში ინტერნეტ სერვისები შეფერხდა — დიდი ალბათობით, კაბელის დაზიანების გამო.

Seacom-მა აფრიკულ პრესაში დაადასტურა, რომ მას სადენებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ კონკრეტული ჯგუფი ან ადამიანი არ დაუდანაშაულებია.

კომპანიამ განაცხადა, რომ «შეფერხების მიზეზს ვერ ადასტურებს» და  რეგიონში აღდგენითი სამუშაოების მიზანშეწონილობის შესაფასებლად მუშაობს.

«კაბელის მდებარეობა მისი გეოპოლიტიკური სენსიტიურობისა და მუდმივი დაძაბულობის გამო საყურადღებოა, რაც მას ტექნიკური და სარემონტო სამუშაოებისთვის რთულ გარემოდ აქცევს. 

IP-ზე დაფუძნებულმა ყველა სერვისმა, რომლებიც განკუთვნილი იყო ევროპისა და სხვა რეგიონებისთვის, ავტომატურად გადაინაცვლა SEACOM-ის ალტერნატიული მარშრუტებზე — Equiano, PEACE და WACS საკაბელო სისტემებზე და მხარდაჭერილი იყო მისი მრავალფეროვანი ხმელეთის ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს კლიენტების ფუნქციონირებას გარკვეული შეფერხებით ინტერნეტ კომუნიკაციებში». — აცხადებს კომპანია. 

ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ჰუტისებს შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა, კაბელები გაწვრთნილი მყვინთავებისა და ასაფეთქებელი ნაღმების მეშვეობით დააზიანონ. 

Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული

თემის მიხედვით
Barracuda: ინტერნეტ ტრაფიკის ნახევარი ბოტების მიერ არის გენერირებული

ასევე წაიკითხეთ
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს

ირანთან დაკავშირებული კიბერშეტევები აშშ-ის წყლის სისტემებსა და ქარხნებს საფრთხეს უქმნის

საქსტატი: IT ტექნოლოგიების საგნებს, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით ნაკლები ბავშვი სწავლობს

კასპიის ბიზნეს ფორუმზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განიხილეს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.