ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-ის თანამშრომლები აშშ-ში სამუშაო ადგილების შემცირებებს აპროტესტებენ

მიმდინარე კვირას Google-ის თანამშრომლებმა ამერიკაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს, რათა მხარი დაუჭირონ ახლახან გათავისუფლებულ თანამშრომლებს. ისინი ასევე მოითხოვენ, კომპანიამ ყურადღება მიაქციოს მათ სამუშაო პირობებს.

კომენტარის დატოვება

აქციები მოყვა Google-ის მიერ ისტორიაში ყველაზე მეტი თანამშრომლის, 12 000 ადამიანის გათავისუფლებას.  ბოლო თვეებში დიდი რაოდენობით თანამშრომელი სხვა მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმაც გაუშვეს. მათ შორისაა: Microsoft, Salesforce, Meta, Amazon, Intel, Spotify. 

ნიუ-იორკში Google-ის მაღაზიასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც Google-ის მშობელმა კომპანიამ Alphabet-მა მეოთხე კვარტალში 13.6 მილიარდი დოლარის მოგების შესახებ განაცხადა.

«Google-მა 12 000 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებით საკუთარი საძირკვეკლი გაანადგურა. აშკარაა, რომ მცირე დანაზოგი, რომელსაც კომპანია თანაშრომლების გათავისუფლებით ჯიბეში იდებს, არაფერია გასულ კვარტალში მიღებულ მოგებასა და აქციების შესყიდვებზე დახარჯულ თანხასთან შედარებით». — თქვა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა  ალბერტა დევორმა.

პროტესტის ორგანიზატორები Google-ის თანამშრომლები არიან. გამოსვლებში მონაწილეობენ კომპანიის ქვეკონტრაქტორები.

«დღევანდელი დღე გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი საკითხი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გავლენას ახდენს ყველა თანამშრომელზე, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მათი სამუშაო ან სტატუსი». — თქვა დევორმა, რომელიც Google-ში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

1-ლ თებერვალს კალიფორნიაში გამართულ მიტინგზე ათობით ქვეკონტრაქტორმა ისაუბრა მუშაობის უხარისხო პირობებზე. მათი თქმით, კომპანიაში დაბალი ხელფასებია, შეღავათები კი არ არის. Google-ში მათი საქმე კონტენტის მიმოხილვა, YouTube კლიპების, შეურაცხმყოფელი და მგრძნობიარე მასალის რეკლამების ძიებაა. პროტესტის მონაწილე თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება ბევრად ჩამოუვარდება Google-ის მინიმალურ სტანდარტებსა და შეღავათებს, რომლებიც პირდაპირი კონტრაქტის მქონე თანამშრომლებს აქვთ.

 Google-ში 16 წლიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომელი ელექტრონული ფოსტით გაათავისუფლეს

თემის მიხედვით

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს

Amazon ხარჯების შემცირების მიზნით 18 000-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები

თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.
ChatGPT-ის კონკურენტი, Bard ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იქნება

Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.