Google-იდან გაჟონილი მონაცემები აჩვენებს, რამდენს გამოიმუშავებენ კომპანიის თანამშრომლები
ტექნოლოგიური სამუშაოები დიდი ხანია ყველაზე მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებს შორის პირველ ადგილზეა, მაგრამ ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ზედმეტად ბევრს უხდის.
ტექნოლოგიური სამუშაოები დიდი ხანია ყველაზე მაღალანაზღაურებად ინდუსტრიებს შორის პირველ ადგილზეა, მაგრამ ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ზედმეტად ბევრს უხდის.
კომპანიიდან გაჟონილი შიდა მონაცემების მიხედვით, რომელიც Business Insider-მა გამოაქვეყნა, 2022 წელს Google-ის თანამშრომლების საშუალო ჯამური ანაზღაურება $279 802 იყო. Google-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციებს შორის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ლიდერობდნენ, რომელთა საბაზისო ხელფასი, გასულ წელს, 718 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი ჰქონდათ, მაქსიმალური კაპიტალითა და პრემიებით, ინჟინერიის, ბიზნესისა და გაყიდვების სფეროში მომუშავე თანამშრომლები სარგებლობდნენ.
ანგარიშის მიხედვით, Google-ის თანამშრომლების შემოსავალი საბაზისო ხელფასებს სცილდება და კაპიტალებსა და ბონუსებს მოიცავს. მაქსიმალური კაპიტალი, რომლის მიღებაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს შეეძლოთ, $1.5 მილიონი იყო.
The Wall Street-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, Google-ის 2022 წლის საშუალო ანაზღაურების ბაზა Meta-ს ($296,320) ჩამორჩება, თუმცა Salesforce-სა ($199,130) და Adobe-ს ($170,679) გაცილებით აღემატება.
აქ მოცემულია Google-ში 10 ყველაზე მაღალი საბაზო ხელფასის მქონე პოზიცია — კომპანიის ყველა ინდუსტრიაში. მონაცემები აშშ-ის თანამშრომლებით შემოიფარგლება და არ მოიცავს ხელფასს Alphabet-ის სხვა საწარმოებიდან, როგორიცაა Waymo და Verily. ამასთან ერთად, თავისი კაპიტალისა და ბონუსების მონაცემები ყველა თანამშრომელმა არ გაამჟღავნა.
სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ აქ.