ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ: ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT მიმართულებები 2023 წელს

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი კომპანიები თანამშრომლებს ათავისუფლებენ, კვალიფიციურ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მაინც მაღალია. ტექნოლოგიების სფერო კვლავ რჩება ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმიანობად.

კომენტარის დატოვება

და მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ამჯერად მხოლოდ აშშ-ს შეეხება, ამ ტენდენციების საქართველოში გათვალისწინებაც შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს.

წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ტექნოლოგიების სფეროში 2023 წლისთვის: 

მონაცემთა მეცნიერები

მონაცემთა მეცნიერები ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანები არიან IT სფეროში. ისინი ფოკუსირებულნი არიან თვითმართვადი ხელოვნური ანალიტიკური ექსპერტების კვლევაზე, შექმნასა და დიზაინზე. იყენებენ თავიანთ უნარებს როგორც ტექნოლოგიაში, ასევე სოციალურ მეცნიერებებში. სწორი ტენდენციების მოსაძებნად და მონაცემთა მართვისთვის. წლიური ანაზღაურება აშშ-ში არის $121 417.

მანქანათმცოდნე ინჟინერი

ადამიანი IT-ში, რომელიც ფოკუსირებულია თვითმართვადი ხელოვნური (AI) სისტემების კვლევაზე, მშენებლობასა და დიზაინზე. ითვლება მეორე ყველაზე ანაზღაურებად სამუშაოდ ტექნოლოგიების სფეროში. წლიური ხელფასი აშშ-ში — $136 415.

DevOps ინჟინერი

DevOps-ის ინჟინრები უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან კომპანიებისთვის. მათ ევალებათ პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანი ციკლის ცოდნა და განვითარება. კონკრეტულად, კოდირებიდან და განლაგებიდან დაწყებული, მათი მოვლა-პატრონობითა და განახლებით დამთავრებული. წლიური ხელფასი აშშ-ში არის $110 821.

მონაცემთა ინჟინერი

მონაცემთა ინჟინერი პასუხისმგებელია კომპანიის მონაცემთა შექმნაზე. მათ შენარჩუნებაზე, ტესტირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე. ის დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სამუშაოდ, რადგან მონაცემთა ინჟინრის წლიური ხელფასი აშშ-ში არის $109 650.

რობოტების ინჟინერი

რობოტების ინჟინერი ამუშავებს რობოტის ინოვაციურ დიზაინს და ქმნის მის პროტოტიპებს. წლიური ანაზღაურება აშშ-ში — $98 534 დოლარი.

ბლოკჩეინის დეველოპერი

ბლოკჩეინის დეველოპერები ქმნიან დაცულ სისტემებს ბლოკჩეინის მონაცემების შესაგროვებლად და შესანარჩუნებლად, რაც უზრუნველყოფს ციფრული ტრანზაქციების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. წლიური ანაზღაურება აშშ-ში  — $108 539.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას კომპიუტერებისთვისა და აპლიკაციებისთვის. წლიური ანაზღაურება აშშ-ში არის $113 775 დოლარი. 

Full Stack დეველოპერი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო IT სფეროში.  დეველოპერი მუშაობს ვებ აპლიკაციის «წინა მხარეს» ე.წ. front end, რაც მოიცავს ვებსაიტის დიზაინს, განლაგებას, და «უკანა მხარეს» ანუ back end, რაც პასუხისმგებელია ვებსაიტის გამართულ ფუნქციონირებაზე. Full stack დეველოპერის წლიური ანაზღაურება აშშ-ში არის $100 100.

ანდროიდ დეველოპერი

ანდროიდ დეველოპერი ქმნის აპლიკაციებსა და პროგრამულად უზრუნველყოფს მხოლოდ ანდროიდ მოწყობილობებს. წლიური ანაზღაურება აშშ-ში  — $102 744 დოლარი.

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Neuralink-მა აშშ-სგან ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლება მოიპოვა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან ხელშეკრულება გააფორმა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.