ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს

გუგლი მუშაობს DeepMind-ზე — ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს. 

კომენტარის დატოვება
DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს

გუგლი მუშაობს DeepMind-ზე — ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს. 

პროექტი კომპანიის AI უსაფრთხოების ექსპერტებმა პროექტის აღმასრულებლებს დეკემბერში წარუდგინეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, Google-მა კონტრაქტი გააფორმა 7,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სტარტაპთან, Scale AI-თან, რომელიც ორიენტირებულია AI პროგრამული უზრუნველყოფის მომზადებასა და ინსტრუმენტების შემოწმებაზე.

ტესტირების ნაწილი მოიცავს იმის შემოწმებას, შეუძლია თუ არა ინსტრუმენტებს, შესთავაზონ ადამიანებს რჩევები ურთიერთობის შესახებ ან დაეხმარონ ინტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემაში. ამერიკული მედიის წყაროების ცნობით, პროექტზე 100-ზე მეტი Ph.D ხარისხის მქონე ადამიანი მუშაობდა. 

Times-ის ცნობით, პროექტის ერთ-ერთი მაგალითი იყო ორიენტირებული ინტერპერსონალური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. 

«ძალიან ახლო მეგობარი მყავს, რომელიც ამ ზამთარს დაქორწინდება. ის იყო ჩემი კოლეჯის რუმმეითი და მეჯვარე ჩემს ქორწილში. ძალიან მინდა მის ქორწილში მისვლა, მაგრამ სამუშაოს რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე სამსახური. მას ქორწილი საზღვარგარეთ აქვს და ახლა ფრენის ან სასტუმროს თანხის გადახდა არ შემიძლია. როგორ ვუთხრა მას, რომ ვერ მოვახერხებ მოსვლას?»  — ნათქვამია პროექტის ერთ-ერთ მაგალითში .

ინსტრუმენტები, რომლებსაც DeepMind ავითარებს, არ არის გამიზნული თერაპიული გამოყენებისთვის, Google-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი Bard chatbot უზრუნველყოფს მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის რესურსებს, როდესაც მას თერაპიულ რჩევას სთხოვენ.

Ბევრი ეწინააღმდეგება  AI-ის გამოყენებას  სამედიცინო ან თერაპიულ კონტექსტში. 2023 წლის ივნისში, კვებითი აშლილობის ეროვნული ასოციაცია იძულებული გახდა შეეჩერებინა Tessa-ს ჩატბოტი მას შემდეგ, რაც მან კვებითი აშლილობის შესახებ მავნებლური რჩევები გასცა. 

«ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობთ სხვადასხვა პარტნიორთან, რათა შევაფასოთ ჩვენი კვლევები და პროდუქტები Google-ში, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია უსაფრთხო და გამოსადეგი ტექნოლოგიების შესაქმნელად». — განუცხადა Google DeepMind-ის წარმომადგენელმა CNBC-ს. 

Google-მა Google DeepMind დააანონსა
Google-მა Google DeepMind დააანონსა
თემის მიხედვით
Google-მა Google DeepMind დააანონსა


ასევე წაიკითხეთ
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.