ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google $700 მილიონს გადაიხდის და აპების მაღაზიაში მცირე ცვლილებებს შეიტანს

11 დეკემბერს ფედერალური სასამართლოს ნიფიცმა მსაჯულებმა Epic Games-ის საჩივარი დააკმაყოფილეს და გადაწყვიტეს, რომ Google-ის Android აპლიკაციების მაღაზია ანტიკონკურენტული ბარიერებით იყო დაცული, რამაც სმარტფონების მომხმარებლები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები დააზიანა.

კომენტარის დატოვება

Epic არ იყო ერთადერთი, ვინც ანტიმონოპოლიურ სქემას ებრძოდა. მსგავსი საქმე სექტემბერში აშშ-ის 50-ვე შტატის გენერალურმა პროკურორმა მოიგო და ჩვენთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რაზე დათანხმდა Google: $700 მილიონის გადახდა და რამდენიმე მცირე ცვლილება იმ პოლიტიკაში, რომლითაც კომპანია შეერთებულ შტატებში თავის აპლიკაციების მაღაზიას მართავს. 

ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება: Google-ის მოუწევს, დეველოპერებს რამდენიმე წლით ნება დართოს, მომხმარებლებმა Google Play Store-სთვის თავის არიდება შეძლონ.

აი რას მოიცავს შეთანხმება:

  • Google-ს მთლიანობაში $700,000,000-ის გადახდა მოუწევს.
  • აქედან $629,000,000 მომხმარებლებს გადაეცემათ, რათა აპლიკაციებისთვის ან აპს-შიდა შესყიდვებისთვის გადაიხადონ.
  • $70,000,000 შტატებში წავა და მისი გამოყენება სახელმწიფო გენერალურ პროკურორებს შეეძლებათ ისე, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.
  • 7 წლის განმავლობაში Google მობილურ მოწყობილობებზე მესამე მხარის აპლიკაციების დაყენებას დაუშვებს, Google Play-ის გარდა სხვა საშუალებებით.
  • 5 წლის განმავლობაში Google დეველოპერებს ნებას დართავს, მომხმარებლებს Google Play-სთვის გვერდის ავლით, ალტერნატიული ბილინგის სისტემა შესთავაზონ.
  • 5 წლის განმავლობაში Google კომპანიებს არ აიძულებს, Google Play ტელეფონზე ან მის მთავარ ეკრანზე ექსკლუზიურად განათავსონ.
  • 4 წლის განმავლობაში Google წინასწარ ჩატვირთულ აპებზე ინსტალერის უფლებების მინიჭებას არ შეაჩერებს. 
  • 5 წლის განმავლობაში Google თავის «თანხმობას» არ მოითხოვს, სანამ OEM მესამე მხარის აპების მაღაზიას წინასწარ ჩატვირთავს. 
  • 4 წლის განმავლობაში Google მესამე მხარის აპების მაღაზიებს უფლებას მისცემს, აპები მომხმარებლის თანხმობის გარეშე განაახლონ. 
  • 4 წლის განმავლობაში Googleგვერდითი აპლიკაციების მაღაზიებს (sideloaded app stores) ნებას მისცემს, აპების ინსტალაციისთვის თავისი API-ებე გამოიყენონ.

ეს Google-სთვის დაწესებული შეზღუდვების მცირე, ძირითადი ნაწილია. ჩვენ სრულიად განსხვავებულ App Store-ს ვიხილავთ, თუმცა თითოეულ მათგანს კონკრეტული ვადა აქვს, რომელიც რამდენიმე წელში იწურება, ზოგიერთი შეზღუდვა კი ძალაში საერთოდ არ შევა. 

წლების განმავლობაში, Google ამტკიცებდა, რომ მის აპლიკაციის მაღაზიაში დაწესებული წესები და შეზღუდვები მომხმარებლების სასარგებლოდ არსებობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თუ ის აპელაციის შემდეგაც შენარჩუნდება, შეიძლება მიდგომა შეცვალოს, თუ როგორ აკონტროლებს ძირითადი მობილური ოპერაციული სისტემა მესამე მხარის აპლიკაციების განაწილებას მოწყობილობებზე.

შესაძლო შეზღუდვების ნაწილი Google-ის სპიკერმა, დენ ჯექსომა დაადასტურა.

Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
თემის მიხედვით
Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
თემის მიხედვით
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.