ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო

Epic Games Inc.-ის სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, Google თანახმაა, რომ Samsung Electronics Co.-ს ოთხი წლის განმავლობაში 8 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადოს, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად (default) იყოს.

კომენტარის დატოვება

Google-ის პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს კოლოტუროსმა სან-ფრანცისკოს სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და თქვა, რომ Google-მა და Samsung-მა აპლიკაციების მაღაზიის შემოსავალი უნდა გააზიარონ, რათა Android მობილური მოწყობილობები წინასწარ დაინსტალირებული Google Play-ით უზრუნველყონ.

Epic-მა, კომპანიამ, რომელიც პოპულარულ ვიდეო თამაშს, Fortnite-ს აწარმოებს, Google-ს 2020 წელს უჩივლა ბრალდებით, რომ კომპანია ანტიმონოპოლიურ კანონებს არღვევს.

Bloomberg-ზე დაყრდნობით, Epic ცდილობს, აჩვენოს, რომ Google-ის აღმასრულებლებმა Samsung-ის მოწყობილობებზე მესამე მხარის აპლიკაციების მაღაზიებს ხელი შეუშალეს, რათა Google Play-ს მოგება არ შემცირებულიყო.

კოლოტუროსის ჩვენების თანახმად, Google Play-ის შემოსავლის ნახევარი ან მეტი Samsung-ის მოწყობილობებზე მოდის. 

Epic ამტკიცებს, რომ Google-მა Android აპებზე უკანონო მონოპოლია შექმნა, რადგან მას მოგების გაზრდა საკომისიოს მეშვეობით შეუძლია — 15-დან 30 პროცენტამდე აპლიკაციის შიგნით შესრულებულ შესყიდვებზე.

Google ამტკიცებს, რომ ამას Apple-თან და მისი აპლიკაციების მაღაზიასთან კონკურენციის მიზნით აკეთებდა.

ადრე სასამართლო პროცესზე Google-ის ადვოკატმა თქვა, რომ კომპანიას ვერ ექნება მონოპოლია, რადგან ის ისეთი კომპანიების კონკურენციას ეჯახება, როგორიცაა Apple.

თუმცა, სექტემბერში Google და Apple ანტიმონოპოლიური სარჩელით გადახლართულები იყვნენ. საქმე გადახდებს ეხება, რომლებსაც Google Apple-ს უხდის, რათა უზრუნველყოს, რომ Google-ის საძიებო სისტემა iPhone-ებზე ავტომატურად განთავსდეს. 

Epic-ის ადვოკატი, გარი ბორნშტეინი Google-ს კონკურენციის დაბლოკვის მიზნით, დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებდა.

Google-მა Samsung-ს შესთავაზა, ოთხი წლის განმავლობაში $200 მილიონის გადახდა, ასე რომ Samsung-ის Galaxy აპლიკაციების მაღაზია ხელმისაწვდომი გახდებოდა Google Play Store-ში. ეს იდეა მოგვიანებით დაივიწყეს და Google-მა Samsung-თან ამჟამინდელ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში 8 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას გულისხმობს.

თავის ჩვენებაში კოლოტუროსმა თქვა, რომ თუ Google-თან აფილირებული აპლიკაციების მაღაზია ტელეფონებზე წინასწარ არ იქნებოდა ჩამოტვირთული, ხალხი სავარაუდოდ Apple-ზე გადაერთვებოდა.

სასამართლო პროცესი კალიფორნიის ჩრდილოეთში მიმდინარეობს და სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Android 14-ის დებიუტი: სიახლეები Google-ის მობილურ ოპერატიულ სისტემაში
Android 14-ის დებიუტი: სიახლეები Google-ის მობილურ ოპერატიულ სისტემაში
თემის მიხედვით
Android 14-ის დებიუტი: სიახლეები Google-ის მობილურ ოპერატიულ სისტემაში
Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
თემის მიხედვით
Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
თემის მიხედვით
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება

ასევე წაიკითხეთ
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
გუგლი Drive-ში ფაილების გაქრობის პრობლემას იძიებს
გუგლი Drive-ში ფაილების გაქრობის პრობლემას იძიებს
გუგლი Drive-ში ფაილების გაქრობის პრობლემას იძიებს
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
ტიმ კუკი: რა არის საჭირო Apple-ში მუშაობისთვის
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.