ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ უნდა მოემზადო გასაუბრებისთვის, თუ თამაშების დეველოპერი ხარ

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფეროში, HR ინტერვიუები თამაშის დეველოპერებისთვისაც მნიშვნველოვანია. სტატიაში, რომელიც მედიუმზე გამოქვეყნდა, კომპანია MY.GAMES რჩევებს გვიზიარებს.

კომენტარის დატოვება

კანდიდატისთვის გასაუბრება არის შესაძლებლობა, კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, დამსაქმებლისთვის კი ეს შანსია, კანდიდატს გაეცნოს. მაგალითად, გაიგოს, რა არის მისი მოტივაცია, პროფესიული და კარიერული მიზნები.

როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის

გასაუბრებამდე სამუშაოსა და კომპანიის ისტორიის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გაეცანით. ამას არ აკეთებთ იმისთვის, რომ დამსაქმებლისგან ბონუს ქულები მიიღოთ — თქვენ კომპანიაზე პირველ შთაბეჭდილებას ახდენთ. ეს დაგეხმარებათ სამუშაოს შესახებ ბევრი რამის გაგებაში.

ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილია საუბარი თქვენს გამოცდილებაზე, ასე რომ, ამაზე წინასწარ იფიქრეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი გამოცდილების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ ინფორმაცია მომზადებული გაქვთ. კონცენტრაცია ძირითად ნაწილებზე მოახდინეთ და ზედმეტი დეტალი გამოტოვეთ. 

გაიხსენეთ თქვენი პროფესიული მიღწევები და შედეგები. მაგალითად, თუ დიდი პროექტი წამოიწყეთ, იმ ღირებულების შესახებ ისაუბრეთ, რომელიც მან ბიზნესს მისცა.

როდესაც თქვენს ამბავს ყვებით, შეეცადეთ, არ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინი ან სლენგი, რადგან დამსაქმებელი შეიძლება თქვენი დარგის ექსპერტი არ იყოს.

მნიშვნელოვანია, მზად იყოთ ანაზღაურების საკითხის განსახილველად. ზედმეტად ან ნაკლებად ნუ შეაფასებთ შესაძლებლობებს: ორივე უკიდურესობამ შეიძლება პოტენციური დამსაქმებელი შეაშინოს. დამსაქმებლებისთვის ხელფასის შესახებ თქვენი მოლოდინი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გადაწყვეტილებას თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. 

თუ ინტერვიუ ონლაინ: Zoom-ის, Google Meet-ის ან სხვა პლატფორმების საშუალებით ტარდება, დარწმუნდით, რომ ხელს არაფერი შეგიშლით. უმჯობესია, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ, აირჩიოთ მშვიდი გარემო ნეიტრალური ფონით და ყველა pop-up შეტყობინება გამორთოთ, რათა ინტერვიუს დროს ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ.

ბარები და სხვა საჯარო ადგილები საქმიანი მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი არ არის და არა მხოლოდ ხმაურის გამო — საქმე კონფიდენციალურობას ეხება. 

და ბოლოს, თუ სახლში ხართ და გასაუბრება ონლაინ გაქვთ, დაგავიწყდეთ შარვლის ჩაცმა. მსგავს სტრესულ სიტუაციაში, თუ დაივიწყებთ რას აკეთებთ და ფეხზე დგებით… დამსაქმებელმა შეიძლება იმაზე მეტი დაინახოს, ვიდრე თქვენ გინდოდათ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი სწორად შეარჩიეთ.

როგორ მოვიქცეთ გასაუბრების დროს

თუ ნერვიულობთ და ეს ძალიან გაწუხებთ, ამაზე დამსაქმებელს უთხარით. ფრაზა «სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობ» დაძაბულობას მოგიხსნით და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ამასთან, ეს დამსაქმებელსაც დაეხმარება. 

თავისუფლად დასვით კითხვები, რომელიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ სამუშაოს დეტალების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ, შეიძლება შეცდომები დაუშვათ. 

უმჯობესია, საქმიანი კომუნიკაციის ეტიკეტი დაიცვათ. თამაშების სფეროში კომუნიკაციისას ძირითადად არაფორმალურ მიდგომას ვიყენებთ. მაგრამ, უმჯობესია დამსაქმებელი შოკში არ ჩააგდოთ და თქვენი პირველი შეხვედრისას უხამსი ენით არ ისაუბროთ. 

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ინტერვიუ არის დიალოგი. დამქირავებელი შენნაირი ადამიანია. მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩეთ.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იყოთ გულწრფელი. ერთხელ უარის თქმა არ ნიშნავს სამუდამო უარყოფას, ამიტომ, დამსაქმებელთან კავშირი შეინარჩუნეთ, თქვენ საოცნებო სამსახურს მალე იპოვით.

ქვიზი — რამდენად კარგად იცნობთ პოპულარულ ვიდეო თამაშებს?
ქვიზი — რამდენად კარგად იცნობთ პოპულარულ ვიდეო თამაშებს?
თემის მიხედვით
ქვიზი — რამდენად კარგად იცნობთ პოპულარულ ვიდეო თამაშებს?
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?
თემის მიხედვით
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?
სად არის თამაში დიდგორი?
სად არის თამაში «დიდგორი»?
თემის მიხედვით
სად არის თამაში «დიდგორი»?

ასევე წაიკითხეთ
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
2024 წლის 2 იანვარს Steam-ის მომხმარებლებმა რუსული თამაში Atomic Heart-ს კატეგორიაში «უნიკალური ვიზუალური სტილი» გამარჯვებულად დაასახელეს. ამ და ყველა სხვა კატეგორიაში გამარჯვებულები სწორედ გეიმერებმა აირჩიეს.  «ვიზუალური სტილის ამოცანა არაა რეალობის ზუსტი რეპროდუქცია (თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანია)… ამის ნაცვლად, მან თამაშს უნდა შესძინოს უნიკალური იერსახე და შეგრძნებები, რომლითაც შეგიძლიათ სრულად და მთლიანად ჩაეფლო მასში», — ნათქვამია კატეგორიის აღწერაში. dev.ua შეგვახსენებს, როგორ გაჟღენთილია Atomic Heart რუსული პროპაგანდით.  2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების «დამოუკიდებლობა აღიარა». რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში რუსულმა სტუდია Mundfish-მა გამოუშვა თამაში Atomic Heart. მასში მოთამაშე, როგორც  KGB-ს აგენტი, ჯერ კიდევ არდანგრეული სსრკ-ის ტერიტორიაზე დარბის და რობოტებზე ნადირობს.
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
Apple-მა App Store-ზე 2023 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები დაასახელა
მედია: Nintendo ახალი კონსოლის, Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
მედია: Nintendo ახალი კონსოლის, Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
მედია: Nintendo ახალი კონსოლის, Nintendo Switch 2-ის გამოსაშვებად ემზადება
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
გასაუბრების 9 გავრცელებული კითხვა და როგორ ვუპასუხოთ მათ
ქვემოთ 9 კითხვაა მოცემული, რომლებსაც გასაუბრებებზე ყველაზე ხშირად სვამენ. წაიკითხავთ პასუხების გაცემის ტექნიკასაც, რომელიც წარმატებისკენ სვლაში დაგეხმარებათ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.