ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Harvard Business Review: სამსახურში გამოავლინეთ სიკეთე

Publicis Groupe Creative and Production US-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ სვინანდი Harvard Business Review -ში სამსახურში სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით თავისი გამოცდილების შესახებ ყვება. 

კომენტარის დატოვება
Harvard Business Review: სამსახურში გამოავლინეთ სიკეთე

Publicis Groupe Creative and Production US-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ სვინანდი Harvard Business Review -ში სამსახურში სიკეთის გამოვლენასთან დაკავშირებით თავისი გამოცდილების შესახებ ყვება. 

როდესაც შფოთვა მაღალია და მორალი დაბალი, სიკეთე არ არის ფუფუნება — ეს აუცილებლობაა. მასობრივი გათავისუფლებებით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით, სიკეთე ახლა უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით სამსახურში.

კვლევა ვარაუდობს, რომ სიკეთე ბიზნესისთვის დადებით შედეგს იძლევა. თუ ახალი ლიდერი ხართ, თქვენი თანამშრომლების მიმართ კეთილგანწყობა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ საუკეთესო გუნდი, ჩამოაყალიბოთ წარმატებული კულტურა, გაზარდოთ თანამშრომლების ჩართულობა და პროდუქტიულობა.

როდესაც ადამიანები კომპლიმენტს იღებენ, ისინი თავს სრულყოფილად გრძნობენ, აუმჯობესებს მათ თვითშეფასებას და დადებით ემოციებს იწვევს. შედეგი: ბედნიერი და უფრო აქტიური თანამშრომლები.

ინდივიდუალურ დონეზე, როდესაც თქვენ სიკეთით დაკავდებით, ის სეროტონინს და დოფამინს აძლიერებს, ტვინში ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც კმაყოფილების და კეთილდღეობის გრძნობას ხელს უწყობენ. ის ასევე ათავისუფლებს ენდორფინებს, თქვენი სხეულის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს.

როგორ გავხდეთ უფრო კეთილი სამსახურში

არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებთ სამსახურს თუ უკვე დიდი ხანია მუშაობთ, სიკეთე შეიძლება იყოს ღირებული ატრიბუტი, რომელიც თქვენს ხასიათზე, ერთგულებაზე და გრძელვადიან ღირებულებაზე  ბევრს მეტყველებს. უფრო მეტიც, როდესაც სიკეთეს იჩენთ, თქვენი კეთილგანწყობა წაახალისებს თქვენს ორგანიზაციის სხვა წევრებსაც. აქ რამდენიმე მარტივი რუტინაა მოცემული, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ სამუშაო ცხოვრებაში გამოიყენოთ, რომელიც თქვენს ორგანიზაციაში სიკეთის კულტურას დანერგავს.

გამოიჩინეთ სიკეთე საკუთარი თავის მიმართ

სხვების მიმართ სიკეთე უნდა დაიწყოს საკუთარი თავის მიმართ სიკეთით. როდესაც თქვენ თავს კარგად არ გრძნობთ, თქვენი პერფომანსი სამსახურში ცუდია, ამ ყველაფერმა კი შესაძლოა თქვენს გარშემო მყოფებზეც ცუდად იმოქმედოს. გუნდის ღირებული წევრი რომ იყოთ, საუკეთესო საშუალებაა, იყოთ დისციპლინირებული. 

სამსახურში საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკის საწყისი წერტილი არის თქვენი სამუშაო დატვირთვის მართვა ისე, რომ თქვენც და თქვენს მენეჯერსაც გქონდეთ მკაფიო შეხედულება თქვენი პრიორიტეტების შესახებ. ეს დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში საზღვრების დაყენებაში. შეგიძლიათ, არასასწრაფო წერილებს ტრადიციული სამუშაო საათების მიღმა არ უპასუხოთ, ან სთხოვეთ თქვენს მენეჯერს, დაგეხმაროთ თქვენი სამუშაო სიის ორგანიზებაში ისე, რომ ყურადღება გაამახვილოთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე და არა ყველაფერზე ერთდროულად. საკუთარ თავს დრო დაუთმეთ და სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენა აღარ გაგიჭირდებათ.

გააკეთე შენი საქმე

რა ხდება, როდესაც აგვიანებთ ან თქვენს დავალებას ვერ ასრულებთ? როგორც წესი, სხვებს მოუწევთ იმ სამუშაოს შესრულება. ეს ყველაფერი კი შფოთვას, სტრესს ან იმედგაცრუებას იწვევს. ასე რომ, თქვენი პრიორიტეტები სწორად დაალაგეთ, ეს დაგეხმარებათ თქვენი საქმის მაქსიმალურად კარგად შესრულებაში. თქვენ არ შეგიძლიათ, საუკეთესოდ იმუშაოთ საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე.

ასევე მნიშვნელოვანია, იყოთ პასუხისმგებლიანი. სცადეთ საკუთარ თავს ყოველდღიურად მიკრო მიზნები დაუსახოთ, რათა გქონდეთ წინსვლა დიდი მიზნებისკენ. პატარა, სპეციფიკური მიზნები იქნებიან საფეხურები, რომლებიც მიგიყვანთ ფინიშის ხაზთან. თქვენ შეგიძლიათ, თქვენს პროგრესს თვალყური ადევნოთ და ასევე თქვენს მენეჯერსა და კოლეგებს ჰკითხოთ აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი თქვენს წინსვლას.

როდესაც თქვენს დავალებას მორჩებით, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ წარიმართა სამუშაო, იპოვეთ გაუმჯობესების გზები და განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემების სხვაგვარად გადაჭრა. 

როდესაც ხედავთ, რომ კოლეგას უჭირს, შესთავაზეთ დახმარება, მაშინაც კი, თუ დავალება თქვენს ნორმალურ სამუშაო სფეროს სცდება. უმცირესი შეღავათები გუნდური მეგობრობისა და მხარდაჭერის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, რაც სიკეთის კულტურას აყალიბებს.

წარმატებას განზრახვით მიაღწიეთ

დისტანციური მუშაობის დროს, სოციალური კავშირები ყოველთვის არ არის ისეთი ორგანული, როგორც ადრე. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მიზანმიმართული მათი ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების შესახებ.

თქვენს კოლეგებთან დაგეგმეთ ვირტუალური ან, კიდევ უკეთესი, პირადად შეხვედრა. ჰკითხეთ მათ შინაურ ცხოველების, პირადი სივრცის ან ოჯახის შესახებ. რაც მთავარია, კარგი მსმენელი იყავით. აჩვენეთ მათ, რომ გულწრფელად გაინტერესებთ მათი ცხოვრების დეტალები. როდესაც მათზე ასე ზრუნავენ, ისინი თავადაც ზრუნავენ სხვებზე, რაც სიკეთის კულტურის გავრცელებას ხელს უწყობს.

აღიარეთ ადამიანები

როდესაც თქვენი გუნდის წევრები მოწმენი არიან,რომ მათი ცხოვრების მიმართ ნამდვილ ინტერესს იჩენთ, თქვენ ავითარებთ მზრუნველობისა და თანაგრძნობის გრძნობას, რაც სამუშაო ადგილზე სიკეთის პერსონიფიკაციაში დაგეხმარებათ.

ავთენტური, გააზრებული ურთიერთქმედება აჩვენებს, რომ თქვენ ფიქრობთ ამ ადამიანზე და გაინტერესებთ მისი პრიორიტეტები, ეს კი სოციალურ კავშირებს აძლიერებს. ამით პოზიტიური და ამაღელვებელი გარემო იქმნება, რაც საშუალებას აძლევს სიკეთის კულტურის განვითარებას.

არ მოგერიდოთ თქვენი კოლეგების შექება, რადგან ასე თქვენ მათ შრომას აფასებთ. ადამიანის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ფოკუსირდით, რომლებმაც თქვენზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინეს. 

რაღაც ისეთი მარტივი, როგორიც არის: «თქვენ დაკისრებულ დავალებას თავი კარგად გაართვით» შეიძლება ადამიანის მთელი დღე შეცვალოს. ქება და მადლიერება მათ მორალს ზრდის.

იყავით კეთილსინდისიერი 

როდესაც თანაგუნდელებს უფრო ღრმად იცნობთ, ასევე უკეთ გესმით, თუ როგორ უნდა მიუდგეთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეიძლება სიკეთე და კარგად მოქცევა მსგავსი რამ ეგონოთ, რეალურად ისინი ძალიან განსხვავდებიან.

ადამიანის მიმართ კარგად მოქცევა შეიძლება იყოს არაგულწრფელი, ხოლო სიკეთე გულწრფელია. იყო კეთილგანწყობილი, ნიშნავს, განავითარო თანამშრომელი თქვენი კომპანიის საერთო წარმატებისთვის. 

შემდეგ ჯერზე, როცა  თქვენს აზრს ვინმეს სამუშაოზე გკითხავენ, გულწრფელი იყავით, მაგრამ ყურადღება როგორც დადებით ასპექტებზე, ასევე იმაზე გაამახვილეთ, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სიკეთე არამატერიალურია და რაოდენობრივად განუსაზღვრელია,  თქვენი გუნდისა და თქვენი ორგანიზაციის დინამიკის ფორმირებაში მას დიდი როლი აქვს. კულტურის შექმნა, რომელიც სიკეთეს ხელს უწყობს, ადამიანებს საშუალებას აძლევს არამარტო წარმოქმნან ინოვაციური იდეები, არამედ თავი საკმარისად უსაფრთხოდ იგრძნონ, რომ ეს იდეები საზოგადოებას გაუზიარონ.

როგორ არ გვშურდეს იმის რაც სხვა ადამიანებს აქვთ ჩვენ კი — არა
როგორ არ გვშურდეს იმის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, ჩვენ კი — არა
თემის მიხედვით
როგორ არ გვშურდეს იმის, რაც სხვა ადამიანებს აქვთ, ჩვენ კი — არა


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.