ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

გამოვიდა 360 გრადუსიანი VR სარბენი ბილიკი

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Virtuix-მა, რომელიც ოსტინში, ტექსასის შტატში შეიქმნა, მნიშვნელოვანი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მისი პროდუქტი სტივენ სპილბერგის ფილმში, Ready Player One-ში გამოჩნდა. კომპანიის VR სარბენი ბილიკი, Omni, ფილმში CGI-ის მოდელად გამოიყენეს.

კომენტარის დატოვება

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში სარბენი ბილიკის დიზაინი Virtuix-ის რეალური პროდუქტისგან დიზაინით განსხვავდება, ექსპოზიციამ კომპანიის პროფილის ზრდას ხელი მაინც შეუწყო. 

Omni-ის ჩაზნექილი დიზაინი აქვს. ტექნოლოგია ფეხის ცურვის ეფექტის გამოყენებით, ვირტუალურ რეალობაში (VR) მოძრაობის სიმულაციას ქმნის. კომპანიამ რამდენიმე ასეული მოდელი მხარდამჭერებს გადასცა, მაგრამ, შეჩერდა, როდესაც საქმე საერთაშორისო დაპირებებამდე მივიდა. შედეგად, Virtuix-მა ყურადღება კომერციულ კლიენტებზე გადაიტანა, მათ შორის გასართობ დაწესებულებებზე, როგორიცაა Dave & Busters. ამ დროისთვის, Virtuix-მა Omni Arena-ს დაახლოებით 70 მოდელი გაყიდა.

გასული თვის ბოლოს, Virtuix-მა განაცხადა, რომ თავისი სარბენი ბილიკის Omni One-ის გამოშვებისთვის მზად იყო. მისი გამოყენება სახლში შეგიძლიათ. ღირებულება $2,595-ია ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბაზარზე სხვა კონკურენტი, რომელიც მსგავს პროდუქტს აწარმოებს, არ მოიძებნება.

VR პროდუქტების ბედი ისე არ განვითარდა, როგორც ბევრი იმედოვნებდა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი Sony-ს, Meta-ს, HTC-ისა და Magic Leap-ის ახალი პროდუქტების გამო კიდევ ერთხელ გაიზარდა. თუ საქმეში Apple-იც ჩაერთვება, ვითარება ბევრად საინტერესო გახდება. 

Virtuix-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იან გოეტგელუკი აღნიშნავს, რომ მოგებისკენ მიმავალი გზა არც ისე გრძელი და რთული იქნება, თუ კომპანია თვეში 3000 ერთეულის წარმოებას შეძლებს, რაც მისი აზრით, რეალურია.

«ჩვენ უკვე ასობით ათასი მოთამაშე (კომერციული ერთეულების ჩათვლით) გვყავს. მარკეტინგი ჯერ არ გვაქვს, თუმცა უკვე დაახლოებით 35-40 000 ადამიანს სურს, ჩვენი პროდუქტი შეიძინოს. როგორც კი მარკეტინგს დავიწყებთ, ვფიქრობ, VR სარბენი ბილიკი ვირუსული გახდება. ჩვენს ვიდეოებს 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჩვენი გამოცდილების შესახებ თავად ილონ მასკმა დატვიტა. ეს მართლაც ამაღელვებელი პროდუქტია, რომელიც ბევრ ადამიანს გამოადგება… ამიტომ დარწმუნებულნი ვართ, რომ მოთხოვნა დიდი იქნება». — ამბობს გოეტგელუკი.

Omni One ამჟამად ბეტა მომხმარებლებს მიეწოდებათ. მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა ამ წლის ბოლოს არის მოსალოდნელი.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს
თემის მიხედვით
Apple ყოველწლიურ კონფერენციაზე ვირტუალური რეალობის ყურსასმენებს წარადგენს

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.