ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
16 მარტი 2023, 11:23
2023-03-16
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიაზე BTU-ს რექტორი, ნინო ენუქიძე სიტყვით გამოვიდა
14 მარტს, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის 67-ე კომისიაზე BTU-ს პროექტზე, ,კოდინგის სკოლა ქალებისთვის» იმსჯელეს. ღონისძიებაზე ექსპერტ პანელისტის რანგში სიტყვით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე გამოვიდა.
«კოდინგის სკოლა ქალებისთვის» BTU-ში 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაფუძნდა. პროექტი გაეროს მიერ შემუშავებული ქალთა გაძლიერების მეოთხე პრინციპს პასუხობს, რომელიც ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
კომისიაზე ნინო ენუქიძემ ციფრულ ეპოქაში ქალებისთვის თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კოდირების სკოლაზე, მის მიზნებსა და შედეგებზე დეტალურად ისაუბრა.
მთავარი მესიჯი, რომელიც ენუქიძემ კომისიაზე გააჟღერა, ქართველი ქალების ბრძოლისუნარიანობას, რთულ ცხოვრებასა და გენდერულ დისბალანს ეხებოდა. მისი თქმით, საქართველოში უამრავ ქალს შეხვდებით, რომლებსაც თამამი ნაბიჯების გადადგმის არ ეშინიათ.
«საქართველოში ნახავთ ქალებს, რომლებიც ყველა წინაღობის მიუხედავად, არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. მათ, ვისთვისაც პროფესიას სქესი და ინტერესს საზღვარი არ აქვს. მათ, ვინც უკან არ იხევს, იმის გამო რომ მათი როლი, უფლებები და პასუხისმგებლობები წინასწარ, სხვების მიერაა განსაზღვრული. და მაინც, ქალები ვაწყდებით ძალადობას გენდერული ნიშნით, შევიწროებას და ფემიციდს, უთანასწორო ანაზღაურებას და უმაღლეს რგოლში მუშაობის შეზღუდვებს, მეწარმე ქალთა მცირე რიცხვს და გამოწვევებს ფინანსებთან წვდომაში, აუნაზღაურებელ საშინაო სამუშაოს, ციფრულ უთანასწორობას და სხვა მრავალ პრობლემას». — განაცხადა ნინო ენუქიძემ.
გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემას მოიცავს. მიმდინარე კომისიის თემა «ინოვაციები და ტექნოლოგიური ცვლილებები, განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალების გასაძლიერებლად» გახლდათ. სესიებში, როგორც წესი, მონაწილეობას მაღალი რანგის დელეგატები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იღებენ.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.