ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

USAID და BTU საქართველოს 6 რეგიონიდან 1500 ქალს ICT მიმართულებით გადაამზადებს

USAID და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს 6 რეგიონიდან 1500 ქალს  ICT მიმართულებით გადაამზადებს. პარტნიორობა ICT სექტორში ქალთა კარიერული პერსპექტივების შესახებ ცნობიერების ამაღლებას დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

პარტნიორობის ფარგლებში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში  რვა ცენტი შეიქმნება. ცენტრები გაიხსნება თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ტყიბულსა და ამბროლაურში.

 — გაიარეთ რეგისტრაცია

USAID და BTU ამბობენ, რომ კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც იზრუნებენ.

სასწავლო პროგრამაში აპლიკაციის კოდირება, მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ციფრული მარკეტინგი შედის.

ახალი პარტნიორობის ოფიციალურად გამოცხადებას USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიახლე დადებითად იმოქმედებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზარზე.

«ინვესტიციებს საქართველოს მომავალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის კეთილდღეობაში ვდებთ.  ნიჭიერი, შემოქმედებითი და მაღალკვალიფიციური ICT კადრები საქართველოს ბიზნესის შემოსავლების ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს» — აღნიშნა ჯონ პენელმა.  

ქალების ტექნოლოგიურ სფეროში მეტად ჩართვის მცდელობა და სურვილი ახალი არ არის. ტექნოლოგიების სექტორში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, 2019 წელს UN Women-თან თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროექტი — «500 ქალი ტექნოლოგიებში» განახორციელა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი გადამზადების პროექტი, ამჟამად 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიულ პარტნიორს აერთიანებს. 

ასევე წაიკითხეთ
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული. 
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
Do IT in Georgia — IT კურსები, რომელთა გავლაც ქართულ ენაზე, უფასოდ შეგიძლიათ
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია. 
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls Sakartvelo 2023 —  რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.