ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX - დაშლილი კრიპტო გიგანტი 5 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს

კომპანიის ადვოკატის თქმით, დაშლილი კრიპტოვალუტის ბირჟა FTX 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს

კომენტარის დატოვება
FTX - დაშლილი კრიპტო გიგანტი 5 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს

კომპანიის ადვოკატის თქმით, დაშლილი კრიპტოვალუტის ბირჟა FTX 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს

თუმცა, აშშ-ის  სასამართლოს განუცხადეს, რომ მომხმარებელთა ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.

პროკურორებმა FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბანკმენ-ფრიდი, თაღლითობაში დაადანაშაულეს, რაც შესაძლოა ინვესტორებს, მომხმარებლებსა და კრედიტორებს მილიარდობით დოლარი დაუჯდეთ.

ბანკმენ-ფრიდმა აღიარა, რომ ინვესტორები მოატყუა.

«ჩვენ აღმოვაჩინეთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, კრიპტოვალუტა და საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები». —  განუცხადა FTX-ის ადვოკატმა, ენდი დიტდერიკმა მოსამართლეს, ჯონ დორსის.

დიტდერიკმა თქვა, რომ ამოღებული თანხები ბაჰამის ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ დაყადაღებულ აქტივებს არ შეიცავს. ეს არის ადგილი, სადაც FTX დაფუძნდა და სადაც  ბანკმენ-ფრიდი დაკავების დროს ცხოვრობდა.

FTX-ის მომხმარებლებისა და ინვესტორების უმეტესობის ვინაობა, რომლებმაც ზარალი განიცადეს, მოსმენებზე არ დასახელებულა.

თუმცა, სასამართლოში ნახსენები იყო ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, ტომ ბრედი, მისი ყოფილი ცოლი, ჟიზელ ბუნდჰენი და New England Patriots-ის მფლობელი რობერტ კრაფტი.

FTX-მა, რომელიც ერთი წლის წინ 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, სასამართლოში გაკოტრებისგან დაცვის შესახებ განცხადება 11 ნოემბერს შიტანა. 

ბაკმან-ფრიდთან ერთად ბრალი FTX-ის თანადამფუძნებელს გარი ვანგსა და Alameda-ს ყოფილ ხელმძღვანელს, კეროლაინ ელისონს წაუყენეს, კომპანიის კოლაფსში შესაძლო სავარაუდო როლის გამო. გამოძიებასთან ორივე ბრალდებული თანამშრომლობს.

დეკემბრის ბოლოს  ბენკმენ-ფრიდი პატიმრობიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ იგი შინაპატიმრობას კალიფორნიაში, მშობლების სახლში, გაატარებს.

FTX–ის დამფუძნებელს სემ ბანკმენ-ფრიდს შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
თემის მიხედვით
FTX–ის დამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს, შესაძლოა შინაპატიმრობა შეუფარდონ
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
თემის მიხედვით
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს


ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.