ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეროვნულ უსაფრთხოებაზე აშშ-ის წუხილების მიუხედავად, ჯო ბაიდენი ტიკტოკს შეუერთდა 

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-ის წუხილების მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტიკტოკს შეუერთდა. რამდენიმე წელია, აშშ სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს სამსახურის ტელეფონებზე ტიკტოკ აპლიკაციის ქონას უკრძალავს. 

კომენტარის დატოვება

პრეზიდენტის ანგარიშის სახელია: @bidenhq, პირველი ვიდეო კი გამოქვეყნდა სუპერ ბოულის დღეს, კვირას. ვიდეოს აღწერაში წერია: lol hey guys. 

ვიდეოში ბაიდენს ეკითებიან, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალში რომელ გუნდს უჭერს მხარს: Kansas City Chiefs-ს თუ San Francisco 49ers-ს. პრეზიდენტი კი პასუხობს, რომ Philadelphia Eagles-ს, ვინაიდან მისი ცოლი სწორედ ამ გუნდის გულშემატკივარია და ამიტომ, ასე უფრო მშვიდად დაიძინებს. 

ვიდეოში ინტერვიუერი ბაიდენს ასევე ეკითხება, რას ფიქრობს კონსპირაციაზე, რომლის მიხედვითაც, მომღერალ ტეილორ სვიფტის ურთიერთობა Kansas City Chiefs-ის ვარსკვლავთან, ტრავის კელსისთან იყო წინასწარ დაგეგმილი, რათა ხალხის ყურადღება NFL-ის ჩემპიონატისკენ მიპყრობილიყო და საბოლოოდ, ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევის მხარდაჭერა უზრუნველეყო. 

პასუხად პრეზიდენტმა იხუმრა: «შარში გავეხვევი, თუ ამაზე ვიტყვი». 

ჯო ბაიდენის ტიკტოკ ანგარიშსს არა თავად პრეზიდენტი, არამედ მისი ადმინისტრაცია მართავს. 

აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ს ებრძვის, მაგრამ ის ახალგაზრდებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. TikTok-ზე ხშირად იხილება პოლიტიკური და სოციალური საკითხები. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ისინი მეტი ახალგაზრდის მომხრობას შეძლებენ. 

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითებზე კი მაიკლ სტარ ჰოპკინსი, დემოკრატი სტრატეგი, რომელსაც ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ბევრ დემოკრატს კითხვები აქვს. 

«თუმცა, კანდიდატი ამომრჩეველს უნდა შეხვდეს იქ, სადაც ისინი არიან. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, უარი ვთქვათ პატფორმაზე, როცა მას რესპუბლიკელებიც იყენებენ». 

საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა
საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა
თემის მიხედვით
საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?
თემის მიხედვით
ქვიზი — რა იცით TikTok-ზე?

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.