ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
24 მარტი 2023, 13:24
2023-03-24
Efes საქართველოს მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
23 მარტს EFes საქართველოს პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. ის მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულების სტარტაპების, კომპანიების, ინდივიდების გაძლიერებას ისახავს მიზნად. აქესელერაციის პროგრამა Impact Hub-ისა და Startup Buro-ს მიერ ხორციელდება.
23 მარტს EFes საქართველოს პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. ის მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულების სტარტაპების, კომპანიების, ინდივიდების გაძლიერებას ისახავს მიზნად. აქესელერაციის პროგრამა Impact Hub-ისა და Startup Buro-ს მიერ ხორციელდება.
პრე-აქსელერაციის პროგრამის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო.
მათი მთავარი მიმართულება ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობაა.
განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 გუნდი შეირჩა. ისინი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე იზრუნებენ.
შერჩეული მონაწილეები:
არემარე — ეკოსაგანმანათლებლო, სარეკრეაციო, სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ეკომეგობრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ენერგოეფექტური მშენებლობისა და რეგენერაციული მეურნეობის მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას.
AI Farmer — სათბურების მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აერთიანებს კვალიფიცირებული აგრონომების ცოდნას, უახლოეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
მწვანე საჩუქარი — ნარჩენის ეფექტური ლოჯისტიკური სქემით შეგროვება და გადამუშავებული ნარჩენისგან მეორეული, ეკომეგობრული, პროდუქტების დამზადება.
Preshfood — მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეღავათიან ფასად შეიძინოს საკვები, რომელიც მათთვის საყვარელ კაფეებს, საკონდიტროებსა თუ მაღაზიებს ჭარბად აღმოაჩნდათ.
ხიბლი — გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ემსახურება ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსტირებას.
DAMSI Block — ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სამშენებლო მასალა, რომელიც მნიშვნელოვანად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს.
Da Vinci Green Systems — დინამიური სისტემები სათბურებისთვის, რომლებიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღონ 2-ჯერ მეტი მოსავალი 4-ჯერ ნაკლები ინვესტიციით.
Ecomap — ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ეკოსისტემა.
With us — დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთსა და იმავე მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს.
პრე-აქსელერატორი ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) ჩატარდება და 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები ცოდნას რამდენიმე მიმართულებით გაიღრამევებენ: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Impact Measurement, MVP — ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილე გუნდები 3-თვიანი მუშაობის შედეგებს წარადგენენ.
პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები: EFES Georgia, Impact Hub Tbilisi და Startup Büro არიან.
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება. დღეს დაფუძნებულია, მუშაობს და ვითარდება არაერთი სტარტაპი. მათ შესახებ dev.ge-იც ხშირად წერს. გთავაზობთ კიდევ ერთ ქვიზს, რათა გაიგოთ, რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ 👇