eBay 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
23 იანვარს თანამშრომლებისთვის მიწერილ მემორანდუმში, eBay-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი იანონემ განაცხადა, რომ კომპანია დაახლოებით 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს.
23 იანვარს თანამშრომლებისთვის მიწერილ მემორანდუმში, eBay-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი იანონემ განაცხადა, რომ კომპანია დაახლოებით 1000 თანამშრომელს გაათავისუფლებს.
გარდა 1000 გაუქმებული სამუშაოსა ადგილისა, ანუ სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა დაახლოებით 9%-ისა, eBay კონტრაქტების რაოდენობასაც ამცირებს.
ჯეიმი იანონემ, რომელიც 2020 წლიდან კომპანიის ხელმძღვანელია, თქვა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება ცვლილებების ნაწილია, რომელსაც eBay «გრძელვადიანი, მდგრადი ზრდისთვის» აკეთებს.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, eBay-ზე დასაქმებულთა რაოდენობამ და ხარჯებმა ბიზნესის ზრდას გადააჭარბა.
«ეს არ არის ის ქმედებები, რომლებსაც მარტივად ვიღებთ. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ადამიანებს, რომლებმაც eBay-ის საზოგადოებასა და კულტურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არ არის მარტივი». — წერს იანონე.
eBay დაზარალებული თანამშრომლების შეტყობინებას მალე დაიწყებს. კომპანიის CEO-მ ყველა თანამშრომელს სთხოვა, რომ ოთხშაბათს სახლიდან ემუშავათ, რათა გათავისუფლებული ადამიანებისთვის სივრცე და კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინათ.