D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
ისრაელში დაფუძნებულმა კომპანია D-ID-მ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად იყენებს, დღეს დააანონსა, რომ API-ზე მუშაობას იწყებს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან პირისპირ საუბრის საშუალებას მოგვცემს. განცხადება მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესს (MWC) დაემთხვა, რომელიც ამ კვირაში ბარსელონაში ტარდება.
ისრაელში დაფუძნებულმა კომპანია D-ID-მ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად იყენებს, დღეს დააანონსა, რომ API-ზე მუშაობას იწყებს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან პირისპირ საუბრის საშუალებას მოგვცემს. განცხადება მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესს (MWC) დაემთხვა, რომელიც ამ კვირაში ბარსელონაში ტარდება.
API-ის მიზანი სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ადამიანური ინტერფეისის უზრუნველყოფაა. პრესრელიზში D-ID-მა მიუთითა, რომ რეალურ დროში სტრიმინგის შესაძლებლობებითა და text-to-video ტექნოლოგიით, მომხმარებლებს ინტერაქციული ციფრული ადამიანების შექმნა და მათთან საუბარი შეეძლებათ.
სიახლე დეველოპერებს შესაძლებლობას უქმნის, ფოტორეალისტური ციფრული ასისტენტები შექმნან, რომლებსაც მომხმარებლებთან ურთიერთობა უფრო ადამიანური და მიმზიდველი გზით შეეძლებათ.
«მსხვილი ენობრივი მოდელები, როგორიცაა GPT-3 და LaMDA, ტექნოლოგიასთან ურთიერთობის გზას რადიკალურად ცვლიან. ჩვენ არ ვართ შორს იმისგან, რომ მალე ყველას საკუთარი AI თანაშემწე და კომპანიონი გვყავდეს. ჩვენ ტექნოლოგიას უფრო ადამიანურს ვხდით, მას სახეს ვაძლევთ. მე ვამაყობ D-ID-ით, რომელიც განვითარებადი გენერაციული AI ინდუსტრიის მოწინავე პოზიციას იკავებს». — განაცხადა D-ID-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გილ პერიმ.
ტექსტური ჩატბოტები მომხმარებლებისთვის ბრენდებთან ურთიერთობის პოპულარული საშუალებაა. D-ID აღნიშნავს, რომ ახალი API-ს შესაძლო დანიშნულებაც სწორედ ეს იქნება, რადგან ის ბრენდებს საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებლებთან უფრო პირადი და ახლო კომუნიკაცია დაამყარონ.
D-ID-სთან ერთად, უამრავმა სხვა კომპანიამ, მათ შორის Adobe-მ და OpenAI-მ, დააანონსა ჩართულობა ეთიკური და საპასუხისმგებლო სინთეზური მედიის განვითარების, შექმნისა და გაზიარების მისიაში.
Open AI-ის ChatGPT ინტერნეტში დომინაციას განაგრძობს და სულ უფრო პოპულარული ხდება. შედეგად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ტრენდული გახდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ D-ID ცდილობს, რომ AI-თან ურთიერთქმედება უფრო ბუნებრივი გახადოს და ბრენდებს ტენდენციური ტექნოლოგიის გამოყენებაში დაეხმაროს.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?