ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი

იუთუბერმა ლოგან პოლმა გამომწერებს, რომლებმაც მის კრიპტოვალუტის თამაშში, CryptoZoo-ში, ფული დაკარგეს, ბოდიში მოუხადა.

კომენტარის დატოვება
CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი

იუთუბერმა ლოგან პოლმა გამომწერებს, რომლებმაც მის კრიპტოვალუტის თამაშში, CryptoZoo-ში, ფული დაკარგეს, ბოდიში მოუხადა.

27 წლის იუთუბერმა ხალხს მოუწოდა, კრიპტოვალუტის საკოლექციო მასალები ეყიდათ, რასაც უწყინარი და სახალისო თამაში უწოდა, რომელიც ფულს გამოიმუშავებს.

პლატფორმის გაშვებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ არც ერთი თამაში არ გამოსულა და პოლმა პროექტი აშკარად შეწყვიტა. 

ლოგან პოლმა, რომელსაც 23 მილიონზე მეტი YouTube გამომწერი ჰყავს, თქვა, რომ CryptoZoo-ს განვითარებაზე, დაახლოებით, ერთი მილიონი დოლარი დახარჯა. 

CryptoZoo ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ის განახლების პროცესშია.

ახლადწაშლილ აღწერილობაში CryptoZoo დახასიათებული იყო, როგორც «ავტონომიური ეკოსისტემა, რომელიც ზოოპარკის თანამშრომელს ეგზოტიკური ცხოველებითა და ჰიბრიდებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს». 

CryptoZoo კრიპტოვალუტასა და Non Fungible Tokens-ს (NFT) აერთიანებდა. 

პლატფორმაზე კვერცხების ფოტოები იყიდებოდა. კოლექციონერებს მათი გამოჩეკა შემთხვევითობის პრინციპით შეეძლოთ. «გამოჩეკილ» ცხოველის სურათებს კი უკვე მონეტების ($ZOO) მოსაგროვებლად იყენებდნენ.

უცნობია, რამდენი ინვესტორი ჰყავს CryptoZoo-ს, მაგრამ პროექტის Discord სერვერი დაახლოებით 500 წევრისგან შედგება.

მილიონობით დოლარის ღირებულების NFT-ებისა და კრიპტო მონეტების გაყიდვის შემდეგ, პოლმა CrytpoZoo-ზე საუბარი შეწყვიტა და როგორც ჩანს, პროექტი მიატოვა.

დეკემბერში კრიპტოვალუტების თაღლითობის გამომძიებელმა, სტივენ ფინდეიზენმა, რომელიც YouTube-ზე ცნობილია როგორც — Coffeezilla, CryptoZoo-ს შესახებ სამნაწილინი ვიდეოთა სერია გადაიღო და პოლის პროექტი თაღლითობად შერაცხა.

Coffeezilla ინვესტორებს ესაუბრა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ CryptoZoo-ზე ათასობით დოლარი დახარჯეს და განრისხებულები იყვნენ.

ვიდეოებში, რომლებსაც თითქმის 18 მილიონი ნახვა ჰქონდა, Coffeezilla-მ ლოგან პოლი ინვესტორების მოტყუებაში დაადანაშაულა.

პოლმა საპასუხო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეცდომა აღიარა. მისი თქმით, პროექტის განსავითარებლად გამოუცდელი ხალხი დაიქირავა, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ წარუმატებლობა მისი ბრალი იყო.

მან ფინდეიზენი ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

მაგრამ მალევე პოლმა  ვიდეო წაშალა და გამომძიებელს ბოდიში მოუხადა.

მან ასევე  CryptoZoo Discord-ის გვერდზე დაწერა, რომ პასუხისმგებლობა აიღო, ბოდიში მოიხადა და უახლოეს მომავალში ახალ გეგმასაც მოამზადებს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს YouTube-ერი ინვესტორების ზარალის ანაზღაურებასა ან CryptoZoo-ს ხელახლა გაშვებას.

34 წლის ამერიკელმა კაცმა კონფიდენციალურად განაცხადა, რომ მან NFT კვერცხებზე  40 000 დოლარი დახარჯა.

«თავიდან ჩვენ ყველას გვეგონა, რომ პროექტი  შეფერხებას განიცდიდა — მაგრამ ის გზა, რომლამდეც ლოგანმა მიგვიყვანა და ფაქტი, რომ პროქტი უსიტყვოდ მიატოვა, უბრალოდ არასწორია». — თქვა მან.

«მეჩვენება, რომ ლოგანი გამოსწორებას მხოლოდ ახლა, Coffeezilla-ს ვიდეოების შემდეგ ცდილობს». 

ლოგან პოლი ფართო მასისთვის ცნობილი 2017 წლის ვიდეოთი სკანდალურად გახდა. ვიდეოში, იაპონიის ტყეში თვითმკვლელის ცხედარი ჩანს.

ბოლო წლებში პოლი და მისი ძმა ჯეიკი, პროფესიონალი მოკრივეები გახდნენ, საიდანაც ასევე სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ.

პოლმა ასევე სასმელების ბრენდი, Prime გამოუშვა და ხელშეკრულება World Wrestling Entertainment-თან გააფორმა.

აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ
აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ
თემის მიხედვით
აშშ-ის მარეგულირებლები ბანკებს კრიპტოვალუტის რისკების შესახებ აფრთხილებენ


ასევე წაიკითხეთ
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
თამაშების სტრიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა YouTube-ია.  ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, პლატფორმაზე ყველაზე მეტი მაყურებელი შემდეგ თამაშებს ჰყავს: Mobile Legends: Bang Bang PUBG Mobile Minecraft Apex Legends League of Legends ჩვენ დავაკვირდით ქართველი გეიმინგ იუთუბერების არხებს. და შედეგად, წარმოგიდგენთ საქართველოში პოპულარულ თამაშებს.
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.