Apple ჩინეთში წარმოების დივერსიფიკაციის მიზნით iPhone 15-ის წარმოებას ინდოეთში იწყებს
Bloomberg-ის ცნობით, Foxconn, რომელიც Apple-ის პროდუქტებს აწარმოებს, iPhone 15-ს ინდოეთის ქარხანაში ააწყობს — კომპანია ჩინეთში წარმოების შემცირებას გეგმავს.
Bloomberg-ის ცნობით, Foxconn, რომელიც Apple-ის პროდუქტებს აწარმოებს, iPhone 15-ს ინდოეთის ქარხანაში ააწყობს — კომპანია ჩინეთში წარმოების შემცირებას გეგმავს.
Apple მიზნად ისახავს თავისი პროდუქტების მიწოდების დივერსიფიკაციას — რადგან აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდება.
წელს თეთრ სახლში, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა CNBC-ს განუცხადა, რომ ინდოეთი «უზარმაზარ შესაძლებლობას წარმოადგენს».
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იპოვა მრავალი გზა, რათა შეეზღუდა ძირითადი ტექნოლოგიების ნაკადის ინვესტირება ჩინეთში. თავის მხრივ, ჩინეთმა დააწესა შეზღუდვები ზოგიერთი ამერიკული ნახევარგამტარების გაყიდვაზე.
Foxconn-ის ქარხანა, რომელიც ინდოეთის ქალაქ Sriperumbudur-შია განთავსებული, ახალი ტელეფონების დამზადებას და მიწოდებას შეძლებს რამდენიმე კვირაში მას შემდგე, რაც ამას ჩინეთში მდებარე ქარხანა გააკეთებს.
დადასტურებულია, რომ Apple ინდოეთში თავისი Iphone-ების თითქმის 7%-ს აწარმოებს. ამ დრომდე სმარტფონების ინდოეთში აწყობას, ჩინეთთან შედარებით, 6-9 თვით მეტი სჭირდებოდა. თუმცა, ეს გარემოება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
Apple-მა iPhone-ის ინდოეთში წარმოება ცოტა ხნის წინ გაზარდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში აქ აწყობილი პროდუქტების ღირებულებამ 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
Apple სექტემბერში ყოველწლიურ ღონისძიებაზე ახალ პროდუქტს გამოუშვებს. წლევანდელი პროდუქტები სავარაუდოდ მოიცავს კამერის ძირითად განახლებებს და გაუმჯობესებულ პროცესორს Pro მოდელებში.