ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩინელმა მკვლევრებმა დაშიფვრის სისტემის კვანტური კომპიუტერებით დარღვევის გზას მიაგნეს

ჩინელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ იპოვეს ახალი გზა, რომლითაც ონლაინ დაშიფვრის ყველაზე გავრცელებული ფორმის კვანტური კომპიუტერების ამჟამინდელი თაობის გამოყენებით დარღვევა შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

2022 დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში აღწერილი მეთოდი შესაძლოა RSA ალგორითმის დასაშლელად გამოიყენონ. ეს ალგორითმი საფუძვლად უდევს ონლაინ დაშიფვრის უმეტეს ნაწილს. ჩინელი მკვლევრები ამბობენ, რომ ამ დაშიფვრას კვანტური კომპიუტერის გამოყენებით, მხოლოდ 372 კუბიტით, ანუ კვანტური ბიტით დაშლიან. 

კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა კომპანიამ, IBM-მა  განაცხადა, რომ მისი 433-კუბიტიანი Osprey სისტემა — ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი — მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2023 წლის დასაწყისში გახდება.

კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა, როჯერ გრაიმსმა განაცხადა, რომ თუ ეს სიახლე სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ჩვენ კომპიუტერული უსაფრთხოების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტის მომსწრენი გავხდებით.

«ეს უდიდესი მოვლენაა. თვალსაჩინოებისთვის, ეს ნიშნავს, რომ მთავრობებს სხვა მთავრობების საიდუმლოების გატეხვა შეეძლებათ. თუ ეს სიმართლეა, ეს კომპიუტერულ მეცნიერებაში ყველაზე დიდი მოვლენა იქნება».  — განაცხადა როჯერ გრაიმსმა.

სხვა ექსპერტებმა თქვეს, რომ იმის მიუხედავად, რომ კვლევით ნაშრომში ასახული თეორია საღი  ჩანს, მისი პრაქტიკაში გამოყენება შესაძლოა, ამ ეტაპზე, შეუძლებელი იყოს.

«ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ნაშრომი სწორია». — თქვა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა, პიტერ შორმა, რომლის მიერაც 1994 წელს დაწერილი ალგორითმ კვანტურ გამოთვლებს საგრძნობლად დაეხმარა.

შორმა დაამატა, რომ ჩინელმა მკვლევრებმა ვერ გაარკვიეს, ალგორითმი რამდენად სწრაფად იმუშავებს და თქვა, რომ ამას შესაძლოა მილიონი წელი დასჭირდეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთ წელზე ნაკლებ დროში, როცა კომპიუტერული უსაფრთხოების სფერო ახალი ნაშრომებით შეძრწუნებულია. გერმანელმა მათემატიკოსმა, კლაუს-პიტერ შნორმა გასულ წელს ალგორითმი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, კლასიკურ ალგორითმზე უკეთესია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი იდეა პრაქტიკაში სათანადოდ ვერ მუშაობდა.

ჩინელი მკვლევრების იდეის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ეჭქვეშ კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა, ბრიუს შნაიერმაც დააყენა.

«ჩვენ ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ახალი კვანტური ალგორითმი შნორის სკალირების პრობლემას გადალახავს, არ გვაქვს. არანაირი საფუძველი არ არსებობს  იმის დასაჯერებლად, რომ ეს ასე იქნება ან არ იქნება» — თქვა მან.

მაშინაც კი, თუ კვლევა უსაფუძვლო და არასწორი აღმოჩნდა, შნაიერი ფიქრობს, რომ ეს ხაზს უსვამს რბოლას კვანტური კომპიუტერების გამოყენებით დაშიფვრის დარღვევის გზების პოვნაზე იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა.

ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება
თემის მიხედვით
ჯეკ ჰიდარი: არ გვაქვს კვანტური ტექნოლოგიების უგულებელყოფის ფუფუნება

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.