ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
29 აგვისტო 2023, 09:22
2023-08-29
ChatGPT Enterprise — Open AI-იმ გამოუშვა charGPT ბიზნესისთვის
Open AI-იმ charGPT-ის ბიზნესის ვერსია გამოუშვა. კომპანია წერს, რომ ეს გულისხმობს ბიზნეს დონის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობას, შეუზღუდავ წვდომას GPT-4-ზე, უფრო დიდ ფანჯრებს კონტექსტის/prompt-ების შესაყვანად, მონაცემთა ანალიზის გაფართოებულ შესაძლებლობებს, პერსონალიზაციას და სხვა.
Open AI-იმ charGPT-ის ბიზნესის ვერსია გამოუშვა. კომპანია წერს, რომ ეს გულისხმობს ბიზნეს დონის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობას, შეუზღუდავ წვდომას GPT-4-ზე, უფრო დიდ ფანჯრებს კონტექსტის/prompt-ების შესაყვანად, მონაცემთა ანალიზის გაფართოებულ შესაძლებლობებს, პერსონალიზაციას და სხვა.
«ჩვენ გვჯერა, რომ AI-ს შეუძლია, დაეხმაროს და აამაღლოს ჩვენი სამუშაო ცხოვრების ყველა ასპექტი და გუნდები უფრო კრეატიული და პროდუქტიული გახადოს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტისკენ, რომელიც ადამიანებს ეხმარება ნებისმიერი ამოცანის შესრულებაში, მორგებულია თქვენს ორგანიზაციაზე და იცავს თქვენი კომპანიის მონაცემებს». — ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში.
კომპანია ამბობს, რომ ორგანიზაციებში ChatGPT-ზე უპრეცედენტო მოთხოვნა იყო. კერძოდ, ჩატბოტის გაშვებიდან 9 თვის განმავლობაში Fortune 500-ის კომპანიებში (აშშ-ის 500 უდიდესი კომპანია შემოსავლების მიხედვით) ChatGPT-ის მოხმარებამ 80%-ს გადააჭარბა.
«ბიზნეს ლიდერები გვეუბნებიან, რომ მათ ორგანიზაციის განლაგების უსაფრთხო და მარტივი გზა მოსწონთ. ChatGPT Enterprise-ის პირველივე მომხმარებლები არიან: Block, Canva, Carlyle, The Estée Lauder Companies, PwC და Zapier».
OpenAI აცხადებს, რომ ChatGPT Enterprise ბიზნეს კომპანიების მონაცემებს ან საუბრებს AI-ის გაწვრთნისთვის არ იყენებს.
«ჩვენი მოდელები არ სწავლობენ თქვენი მოხმარების შედეგად». — ამბობს OpenAI.
ChatGPT Enterprise ასევე შეესაბამება SOC 2-ს (სისტემის და ორგანიზაციის კონტროლის სტანდარტს). ყველა საუბარი დაშიფრულია. ჩვენი ახალი ადმინ-კონსოლი საშუალებას გაძლევთ, მარტივად მართოთ გუნდი. ასევე, გთავაზობთ დომენის გადამოწმებას, SSO-ს (Single sign-on) და ინსტრუქციას, რაც კომპანიაში chatGPT-ის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.
ChatGPT Enterprise უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, კომპანიას არ უთქვამს, რა არის მისი ფასი.
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.
კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
წარმოგიდგენთ მათ 👇