ჭადრაკის 10 კურსი Udemy-სგან, რომელიც მოგებას გასწავლით
ჭადრაკი 1500 წლისაა და დღემდე პოპულარულია — ავითარებს აზროვნებას, ავარჯიშებს ფანტაზიას და გეხმარებათ, დრო სასარგებლოდ გაატაროთ.
ჭადრაკი 1500 წლისაა და დღემდე პოპულარულია — ავითარებს აზროვნებას, ავარჯიშებს ფანტაზიას და გეხმარებათ, დრო სასარგებლოდ გაატაროთ.
შევარჩიეთ 10 საუკეთესო კურსი მოყვარულებისგან და FIDE-ის ოსტატებისგან, რომლებთან ერთად თამაშს დამწყებიც აითვისებს, გამოცდილი კი თავის ოსტატობას დახვეწს. ერთ-ერთი ამ კლასის დახმარებით, შეიძლება, გროსმაისტერიც გახდეთ.
კურსი გპირდებათ, რომ ძლიერი ტაქტიკოსი გახდებით. შეისწავლით სხვადასხვა სტრატეგიას და შეძლებთ, დაფაზე ლამაზი საჭადრაკო კომბინაციები შექმნათ. ავტორი არ გთავაზობთ ცნობილი სათამაშო სქემების, მით უმეტეს, მათი დასახელებების დაზეპირებას, არამედ, გასწავლით თამაშის შესაძლო განვითარების გამოთვლას და სიტუაციის მიხედვით მოქმედებას ტაქტიკური შაბლონების მთელი ორკესტრის გამოყენებით.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ამ კურსის დახმარებით, ისწავლით არა მხოლოდ ტაქტიკური შაბლონების გამოყენებას, არამედ, აზროვნებასაც! ახლა, როდესაც ვთამაშობ, დაფაზე მოვლენების სავარაუდო განვითარებას ვხედავ. მოწინააღმდეგის შეცდომებს კი არ ველოდები, არამედ სვლებს, რომლებსაც ჩავეჭიდები, რათა პარტია გავაგრძელო. და ყოველთვის ვრწმუნდები, რომ ეს სვლა არ მისცემს მოწინააღმდეგეს საშუალებას, ჩემ წინააღმდეგ ტაქტიკა გამოიყენოს.
კარგი მასწავლებელია! თავისი საგნით სიამოვნებას იღებს და სურს ეს სიამოვნება მოსწავლეებსაც გადასცეს. ის, რასაც ამ კურსზე ვსწავლობ, მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშით ნამდვილად ვისიამოვნო».
ვისთვისაა: ყველა დონის მოთამაშისთვის
რეიტინგი: 4.5 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 281 ლექცია, 21,5 საათი
ღირებულება: €35 (68% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €109)
კიდევ ერთი კურსი FIDE-ის ოსტატისგან, ტრაიფონ გავრიელისგან. აქ თქვენ გააანალიზებთ საჭადრაკო პარტიებს, რომლებიც ამერიკელმა გროსმაისტერმა კარიერის დასაწყისში ითამაშა.
გარდა ამისა, დეტალურად გაარჩევთ ტაქტიკებს, რომლებსაც ფიშერი თეთრებით და შავებით დებიუტისას იყენებდა, როგორ თამაშობდა სიცილიურ დაცვას (და რატომ უზრუნველყოფდა ეს მის გამარჯვებას) და გაიგებთ, როგორ ახერხებდა გროსმაისტერი მოწინააღმდეგის სულ რაღაც 30 სვლაში დამარცხებას. კურსის ავტორი დეტალურად განიხილავს ამერიკელი მოჭადრაკის პარტიებს და სტუდენტებს მათ გამოყენებას საკუთარი თამაშის დროს ასწავლის.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«პედაგოგის ენთუზიაზმი გადამდებია: ის ხედავს ფიშერის ტაქტიკის არსს, ხვდება, რამ გახადა მისი თამაში ასეთი დინამიკური და იცის, როგორ ახსნას ეს. ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა ზოგადად დებიუტის შესახებ. შესანიშნავი პედაგოგია! კურსი საშუალო დონის მოთამაშეებისთვის იქნება სასარგებლო».
ვისთვის: დამწყები და საშუალო დონის მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.8 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 131 ლექცია, 22 საათი
ღირებულება: €20 (70% ფასდაკლებით ჩვეულებრივი ფასიდან €69)
რა უნდა გააკეთოთ, რომ გროსმაისტერი გახდეთ? კურსის ავტორმა ჭადრაკის სწავლების თავისი სისტემა გამოიგონა. მან კოლეგებისა და საკუთარი გამოცდილება გამოიყენა, რათა სავარჯიშოების, ამოცანებისა და ინსტრუქციების საკუთარი პროგრამა შეედგინა. თუ ამ გამოცდილებას მიჰყვებით, რამდენიმე ნაბიჯით წინ ფიქრს ისწავლით და გავრცელებული შეცდომების დაშვებას შეწყვეტთ. ეს ნიშნავს საუკეთესო სვლების პოვნას ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ პოზიციაზე.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«მომწონს, რომ პედაგოგი დეტალურად როგორ განიხილავს გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს, რომლებიც მოსწავლეებს აქვთ. ინსტრუქტორი განსაკუთრებით კვალიფიციურია, ის გროსმაისტერი და ჭადრაკის ტრენერია».
ვისთვისაა: დამწყები მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.8 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 22 ლექცია, 2 საათი
ღირებულება: €23 (60% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €58)
ეს კურსი შრომისმოყვარე სტუდენტებს ჯილდოს ჰპირდება — ბევრ გამარჯვებას მომავალში. თუ წაგება მოგბეზრდათ, დროა, სტრატეგიულად აზროვნება ისწავლოთ და არა უბრალოდ დაფაზე ფიგურები გადააადგილოთ. 20-წლიანი გამოცდილების მქონე მოჭადრაკე გაგიზიარებთ თამაშის სამუშაო ტაქტიკას, მოგიყვებათ, როგორ უნდა იფიქროთ წინასწარი სვლების ვარიანტებზე და როგორ დაუშვათ ნაკლები შეცდომა.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ჭადრაკში სრულიად ახალი ვარ, კარგი პარტიებიც მითამაშია და ცუდიც, რადგანაც ცუდად ვიცნობდი საფუძვლებს. ამ კურსის ნახვის შემდეგ, თამაშს უფრო კარგად ვიგებ, ვიდრე ადრე. დაფაზე ხაფანგებს ვამჩნევ და ახლა უფრო რთული რაღაცების შესწავლა შემიძლია.
სხვათა შორის, ჩემი რეიტინგი ახლა 1100+ არის, ამ კურსის ნახვამდე კი სულ რაღაც 700 იყო».
ვისთვისაა: დამწყები მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.5 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 25 ლექცია 2,5 საათი
ღირებულება: €20 (10% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €24)
პარტიაში პირველი 10-15 ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, თამაშის დასაწყისი კი მთელი პარტიის წარმატების გარანტიაა. დებიუტის დროს, თქვენ მეფის უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ, კონტროლის ქვეშ აქცევთ ცენტრს, მოწინააღმდეგის ტაქტიკას აფასებთ.
კურსზე დებიუტის სამ ძირითად წესს ისწავლით და გააანალიზებთ ოთხ პოპულარულ პარტიას, რომლებშიც წაგებული წესებს არ მიყვებოდა, ასევე, გაიგებთ, როგორ სჯობს თამაშის დაწყება იქიდან გამომდინარე, თეთრებით თამაშობთ თუ შავებით.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ეს ფანტასტიკური კურსია! შევიძინე ხელმისაწვდომი სამი კურსიდან ორი. ახლა პრაქტიკაში ვიყენებ იმას, რაც ვისწავლე და საკუთარი თამაშის უდიდეს გაუმჯობესებას ვხედავ. ყოველთვის მინდოდა, ჭადრაკის რეპეტიტორი მყოლოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. საუკეთესოა, რისი ფულით ყიდვაც შეიძლება…»
ვისთვისაა: დამწყებებისთვისა და საკლუბო მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.7 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 15 ლექცია, 3,5 საათი
ღირებულება: €20 (28% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €29)
პირველი 10 სვლა გაკეთებულია, მაგრამ როგორ უნდა იმოქმედოთ შემდეგ? გროსმაისტერმა და უკრაინის ჩემპიონმა, მიხაილო ოლეკსიენკომ 25 ონლაინ პარტიის ვიდეო ჩაწერა, სადაც დეტალურად გაარჩია თავისი მოქმედებები თამაშის შუაში და გააანალიზა შეცდომები შედეგების მიხედვით.
კურსის ავტორი ჰყვება, რომელი ტაქტიკების გამოყენება სჯობს მიტელშპილის დროს, როგორ შეამჩნიოთ ნიშნები და ამოიცნოთ მოწინააღმდეგის სტრატეგია; ოლეკსიენკო იქვე ვარჯიშსაც გთავაზობთ — სტუდენტებს აქვთ წვდომა ჭადრაკის ონლაინ სავარჯიშო ბმულზე.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ბატონი ოლეკსიენკო ფანტასტიკური ინსტრუქტორია. ის ყველაფერს ხსნის ისე, რომ დამწყებმაც გაიგოს. დებიუტების შესახებ მისი პირველი კურსი ვცადე და ვიცოდი, რომ ესეც საინტერესო აღმოჩნდებოდა. დავამთავრე, მაგრამ ისევ და ისევ გადავხედავ, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი შევისრუტე, რაც შემეძლო.
შევიძენ ნებისმიერ ახალ კურსს, რომელიც მიხაილომ გააკეთა, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება. 10 ვარსკვლავს ვუწერ!».
ვისთვისაა: დამწყებებისთვის და მათთვის, ვისაც მიტელშპილის ტაქტიკის დამუშავება სურს
რეიტინგი: 4.5 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 27 ლექცია, 5,5 საათი
ღირებულება: €20 (50% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €40)
კიდევ ერთი კურსი უკრაინელი გროსმაისტერისგან. ავტორი ჰყვება მრავალრიცხოვანი ტაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებაც თამაშის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება. გარდა ამისა, გვიზიარებს ინფორმაციას ოთხი ძირითადი კითხვის შესახებ, რომლებიც პარტიის დროს საკუთარ თავს უნდა დაუსვა.
მიხაილო რთულ კომბინაციებსა და სვლებს მარტივად ხსნის, ისე, რომ დამწყებებიც გაიგებენ. ამასთან, ის აანალიზებს არასტანდარტულ სათამაშო სიუჟეტებს, ასევე, გაგიზიარებთ პროფესიონალებს შორისაც ნაკლებად ცნობილი დებიუტის ტაქტიკას. «მინდა გავფანტო ჭადრაკის ირგვლივ არსებული საიდუმლო და შევცვალო იგი ლოგიკით!» — ამბობს ოსტატი.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ძალიან მომეწონა ეს კურსი. გროსმაისტერი ყველაფერს ზუსტად ხსნის და შესანიშნავი მაგალითები მოჰყავს, რომლებიც ეფექტურად ასახავს თამაშის პრინციპებს. კურსი კარგად ორგანიზებულია და უნარების განვითარება ლოგიკურად ხდება.
ვიმედოვნებ, რომ ოლეკსიენკოს მიერ ახსნილ ალგორითმს გამოვიყენებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შესაძლო ტაქტიკები შევამჩნიო, არამედ იმისთვისაც, რომ ოპონენტის წარმატებული თამაშისთვის შესაძლებლობები არ შევქმნა.
ვისთვისაა: ყველა დონის მოთამაშისთვის
რეიტინგი: 4.8 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 15 ლექცია, 2,5 საათი
ღირებულება: €24 (20% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €29)
კურსი მათთვის, ვისაც ენდშპილის დროს პოზიციების დაკარგვის ეშინია და საერთოდ არ იცის, რა ტაქტიკა გამოიყენოს თამაშის დასრულებისას. ავტორი, მანუელ ოკანტოსი ამბობს, რომ მისი სასწავლო პროგრამა მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ თამაშის ბოლო ეტაპის შესახებ. ის განიხილავს პოპულარულ კომბინაციებს, ასწავლის დაფაზე სიტუაციების შეფასებასა და გაანალიზებას, გააზრებული სვლების გაკეთებას. კურსის 11 განყოფილებიდან თითოეულს აქვს პრაქტიკული დავალებები.
ვისთვისაა: ყველა დონის მოთამაშისთვის
რეიტინგი: 4.8 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 70 ლექცია, 6 საათი
ღირებულება: €20 (70% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €70)
თუ დაფაზე ფიგურების განლაგება იცით და საბაზისო კომბინაციებს იცნობთ, დროა, უფრო გააზრებულ თამაშს შეუდგეთ. ავტორი გპირდებათ, რომ გასწავლით იფიქროთ, როგორც პროფესიონალმა მოჭადრაკემ. კურსზე ის პოპულარულ სათამაშო სიუჟეტებს განიხილავს, გასწავლით დაინახოთ და გამოიყენოთ ტაქტიკები და თამაშის სტრატეგია ააგოთ.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«საშუალო დონის მოთამაშე ვარ და ახლახან დავასრულე კურსი. ნამდვილად ინფორმატიულია, ზუსტი და მოკლე განმარტებებია — დაფაზე თითოეული სიტუაციის ნელი, ეტაპობრივი ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში, ზედმეტად ბევრი წერილობითი ინფორმაციაა, მაგრამ ეს ნორმალურია. შეიძლება, მეტი ვიზუალური თანხლებაა საჭირო.
მოუთმენლად ველოდები მოწინავე დონეს!».
ვისთვისაა: დამწყები მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.0 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 18 ლექცია 3,5 საათი
ღირებულება: €20 (70% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €70)
როდესაც ახალბედები სირთულეებს წააწყდებიან, პანიკაში ვარდებიან, არასწორ ვარაუდებს აკეთებენ და სვლების გათვლის უნარს კარგავენ. კურსის ავტორები, ჭადრაკის ონლაინ-აკადემიის პედაგოგები, ასწავლიან სტუდენტებს აზროვნებას, გათვლების გაკეთებასა და ოპონენტის შეტევაზე სწორად რეაგირებას.
კურსი გამოადგება დამწყებებსა და საშუალო დონის მოთამაშეებს Elo-ს რეიტინგით 900-დან 1500-მდე.
გამოხმაურება Udemy-ზე:
«ეს არის ზუსტი კურსი თამაშების რეალური მაგალითებით. ნამდვილად სასარგებლოა, ისწავლოთ ფარული საფრთხეების დანახვა და მათზე საუკეთესოდ რეაგირება. კონტრშეტევა ზოგჯერ საუკეთესო დაცვაა, პირდაპირი საფრთხის წინაშე პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ».
ვისთვისაა: დამწყები და საშუალო დონის მოთამაშეებისთვის
რეიტინგი: 4.7 Udemy-ზე
ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 5 ლექცია, 1,5 საათი
ღირებულება: €20 (70% ფასდაკლება ჩვეულებრივი ფასიდან €70)
წყარო: dev.io