ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 ნოემბერი 2023, 16:00
2023-11-08
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუარა. ერთ-ერთმა მათგანმა რუსეთს $280 000-ის ღირებულების ნახევარგამტარი/ჩიპი მიჰყიდა.
2022 წის 24 თებერვლის — რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა 1600-ზე მეტ მოქალაქეს და კომპანიას სანქციები დაუწესა.
2023 წლის 17 მაისის მდგომარეობით კი, როგორც Financial Times იტყობინება, 127 ბრიტანულმა კომპანიამ ნებაყოფლობით განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გვერდი აუარა.
აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანიის მიმართ ხელისუფლების მხრიდან დაწესებული ჯარიმები შესაძლოა შემცირდეს. სანქციების დარღვევას მონიტორინგს ბრიტანეთის ხაზინის ფინანსური სანქციების ოფისი უწევს.
ერთ-ერთი დამრღვევი კომპანია Future Technology Devices International-ია გლაზგოდან. სწორედ ამ კომპანიამ მიჰყიდა რუსეთს $280 000-ის ღირებულების ნახევარგამტარები. კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტი 2022 წლის მარტში, კიევთან, რუსულ ტანკში იპოვეს. მაშინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ეს სანქციების დარღვევად არ მიიჩნია.
ანალიტიკოსების განცხადებით, სანქციები ბრიტანული ბიზნესებისთვის გამოწვევად იქცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უფრო მეტად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ვიდრე სხვა სანქცირებული რეჟიმები — ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.
ამასთან, ინფორმაციის არარსებობა კონკრეტული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარების, ასევე რუსი აქციონერების შესახებ, რომლებიც დგანან ამა თუ იმ კომპანიის მიღმა ართულებს სანქციების დაცვას.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.