ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
3 აგვისტო 2023, 09:30
2023-08-03
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს
აპლიკაციები barbieselfie.ai და bairbie.me, რომლებიც თოჯინა ბარბის ან კენის მსგავსად გამოგსახავთ, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს. პოლონეთის დიგიტალიზაციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც გამოსცა.
აპლიკაციები barbieselfie.ai და bairbie.me, რომლებიც თოჯინა ბარბის ან კენის მსგავსად გამოგსახავთ, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს. პოლონეთის დიგიტალიზაციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებაც გამოსცა.
აპლიკაციები პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმი «ბარბი» დიდ ეკრანებზე გამოვიდა, აპლიკაციებით შექმნილი ფოტოები კი, რომლებშიც თოჯინებს ვგავართ, საქართველოშიც ფართოდ გავრცელდა,
ფოტო ფილტრებში ახალი არაფერია. თუმცა, პოლონური უწყების განცხადებით, «ეს აშკარად „უცოდველი“ გართობა მონაცემთა შეგროვების მასობრივი ოპერაციაა».
«ინტერნეტში ორი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი: barbieselfie.ai და bairbie.me; ორივე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს მონაცემებს.
barbieselfie.ai-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე დათანხმებით მომხმარებლები აპლიკაციას ანიჭებენ წვდომას სხვადასხვა მონაცემზე, მათ შორის სმარტფონის კამერაზე, გადახდის ისტორიაზე, GPS მდებარეობის ისტორიაზე, რეგისტრაციის მონაცემებსა და ტელეფონის შესახებზუსტ ტექნიკურ ინფორმაციაზე». — აცხადებს პოლონეთის დიგიტალიზაციის სამინისტრო.
რაც შეეხება bairbie.me-ს — ეს აპლიკაცია არ შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციებს(GDPR), ამიტომ, უცნობია, რა ინფორმაცია გროვდება და როგორ იქნება გამოყენებული.
«მოდით, გამოვიჩინოთ სიფრთხილე იმის შესახებ, თუ რაზე ვაწკაპუნებთ და ვიყოთ უსაფრთხოდ ონლაინ». — მიუთითა პოლონურმა უწყებამ.
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
★ პარტნიორის კონტენტი
Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა კონფიდენციალურობის თემას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას, ძირითადი ფუნქციებისთვის ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (end-to-end encryption) შეთავაზებით (მიმოწერა პირად და ჯგუფურ ჩატებში) ნაგულისხმევად, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციის დამატებითი ინსტრუმენტებით.
საქართველოს მომხმარებელთა 75%, ვინც მონაწილეობა მიიღო მესენჯერის ბოლო გამოკითხვაში, იზიარებს ციფრული უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას საკომუნიკაციო აპლიკაციებში.