ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Arkan Property და dev.ge ქალებისთვის ციფრული ხელსაწყოების სასწავლო კურსს იწყებენ

ქალების მხარდაჭერისთვისა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის, უძრავი ქონების კომპანია Arkan Property, dev.ge-სთან ერთად ციფრული ხელსაწყოების სასწავლო, უფასო, მოკლევადიანი პროგრამების კურსს იწყებს. 

კომენტარის დატოვება

კურსის მიზანი ციფრული სამყაროს სფეროში ქალების ცოდნის ამაღლება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა.

Arkan Property-ის ინიციატივა კომპანიის მუდმივ მიზანს პასუხობს, თავის წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. 

ციფრულ მედიაზე ხელმისაწვდომობა ინფორმაციისა და უნარების განვითარებაზე დაფუძნებული შესაძლებლობების პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამიტომ, ქალების გადამზადება ციფრულ გარემოში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უფასო ციფრული ხელსაწყოების პროგრამების საშუალებით, მისი მონაწილეები ციფრული მედიის სფეროში ახალ უნარებს შეიძენენ.

რესურსების გაერთიანებით Arkani და Dev.ge ინიციატივას იანვრიდან განახორციელებენ. აღნიშნულ თანამშრომლობას ერთობლივი პროექტის სახე აქვს.

მოკლევადიანი კურსები  თანამედროვე სამყაროს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების (დიზაინი, მოუშენ დიზაინი, ვიდეო ედითინგი) უნარების გაცნობასა და შესწავლას გულისხმობს. კურსის ფარგლებში მონაწილეები Adobe Premiere Pro-ის, Adobe After Effect და Adobe Photoshop-ის პროგრამებს შეისწავლიან.

Adobe Premiere Pro კურსი

  • ხანგრძლივობა: 1 თვე (8 სემინარი)
  • დაწყების თარიღი: 1 თებერვალი
  • ენა: ქართული
  • ფორმატი: ფიზიკური დასწრება (ქ. თბილისი)

Adobe After Effect კურსი

  • ხანგრძლივობა: 1 თვე (8 სემინარი)
  • დაწყების თარიღი: 1 თებერვალი
  • ენა: ქართული
  • ფორმატი: ფიზიკური დასწრება (ქ. თბილისი)

ორივე კურსს გამოცდილი ვიდეო ედიტორი, ლაშა იმნაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მონაწილეებს Adobe Premiere Pro-ს გამოყენებით ვიდეოს შექმნისა და რედაქტირების მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს შეასწავლის. 

Photoshop კურსი

  • ხანგრძლივობა: 2 თვე (8 სემინარი)
  • დაწყების თარიღი: 1 თებერვალი
  • ენა: ინგლისური
  • ფორმატი: ფიზიკური დასწრება (ქ. თბილისი)

საერთაშორისო მენტორების ხელმძღვანელობით, Photoshop კურსი მოიცავს გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს, პროგრამის ტექნიკურ ასპექტებს, ფოტოების დამუშავებისა და გრაფიკული დიზაინის პრინციპებს. 

როგორ მიიღო მონაწილეობა?

Პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც სურთ გააძლიერონ ცოდნა ციფრულ პროგრამებში, შემდგომში ამ უნარების პროფესიაში გამოყენების მიზნით. 

დაგვიკავშირდით და  გადადგით პირველი ნაბიჯი პერსპექტიული მომავლისკენ. კურსი სრულიად უფასოა, ხოლო მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

Სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი. 

კურსებში მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ ელ. მისამართზე: [email protected].

ასევე წაიკითხეთ
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.