ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2023 წელს მომხმარებლები აპლიკაციებზე რეკორდული რაოდენობით ფულს ხარჯავენ

2022, ისტორიაში პირველად, მომხმარებლების მიერ აპლიკაციებზე დახარჯული თანხები შემცირდა. მაგრამ ახლა ვითარება გამოსწორებას იწყებს. 

კომენტარის დატოვება
2023 წელს მომხმარებლები აპლიკაციებზე რეკორდული რაოდენობით ფულს ხარჯავენ

2022, ისტორიაში პირველად, მომხმარებლების მიერ აპლიკაციებზე დახარჯული თანხები შემცირდა. მაგრამ ახლა ვითარება გამოსწორებას იწყებს. 

2023 წლის პირველი ნახევრის აპლიკაციის შიდა დანახარჯების შესახებ data.ai-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, კიდევ ერთხელ — 5,3%-ით გაიზარდა მობილური აპლიკაციების მომხმარებლის მიერ დახარჯული ფულის რაოდენობა და 2023 წლის პირველ ნახევარში რეკორდულ — 67,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

ასევე, აპლიკაციების გადმოწერის რაოდენობები გაიზარდა 3,2%-ით.

ეს კარგი ამბავია აპლიკაციის შემქნელების, გამომცემლებისა და მარკეტოლოგებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან აპლიკაციის ეკოსისტემის შემოსავლებს თავიანთი ბიზნესის შესანარჩუნებლად.

Data.ai შარშანდელ ვარდნას «მომხმარებელთა ინფლაციასთან» ბრძოლას» მიაწერს, რამაც შექმნა «დროებითი შეფერხება» მობილური აპლიკაციების ბაზრის გრძელვადიან მდგრად ზრდაში. 

გასულ წელს სამომხმარებლო ხარჯები მცირედით შემცირდა, მაგრამ შემაშფოთებლად, 2%-ით, 167 მილიარდ დოლარამდე. ეს იყო App Store-ის ამოქმედების შემდეგ პირველი შენელება და მოხდა 1 წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც აპლიკაციების ბაზარმა 2021 წელს 19%-იანი ზრდა განიცადა. Data.ai-ს 2022 წლის დასკვნები ეფუძნებოდა მომხმარებელთა დანახარჯებს ყველა აპლიკაციის მაღაზიაში, მათ შორის, მესამე მხარის Android აპლიკაციების მაღაზიებს ჩინეთში, ფასიანი აპლიკაცების ინსტალაციის ჩათვლით, ასევე, აპლიკაციების შიდა შესყიდვებს და გამომწერებს. 

იმ დროს data.ai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თეოდორ კრანცმა შენიშნა, თუ როგორ აფერხებდა «მაკროეკონომიკური ფაქტორები» «მობილურზე დახარჯვის ზრდას». თუმცა, გაურკვეველი იყო, ეს შემცირება COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფი ზრდის მოკლევადიანი კორექტირება იყო თუ იმის ნიშანი, რომ ბაზარმა პიკს მიაღწია. 

სამომხმარებლო ხარჯების პოზიტიური ზრდა რეალურად 2022 წლის ბოლოს დაიწყო, როგორც ეს ტიპიურია სადღესასწაულო სეზონზე, როდესაც ადამიანები საჩუქრად ახალ ტელეფონებსა და პლანშეტებს ყიდულობენ და აქვთ მეტი თავისუფალი დრო, რომ ჩამოტვირთონ, გამოიყენონ და დახარჯონ მობილურ აპლიკაციებსა და თამაშებზე.

ეს ზრდა წლის პირველ ნახევარში გაგრძელდა, რადგან მომხმარებლებმა რეკორდული 67.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს აპებზე და IOS App Store-სა და Google Play-ში გლობალურად 76.8 მილიარდი აპლიკაცია ჩამოტვირთეს. 

Data.ai-ის თანახმად, ამ მონაცემების მიუხედდავად, მობილურ თამაშებზე გაწეული ხარჯების რაოდენობა იგივე რჩება. კომპანია მიიჩნევს, რომ ბაზრის ამ სეგმენტის ზრდა მალე განახლდება, რადგან პოზიტიური ზრდა უკვე დაფიქსირდა 2023 წლის მარტსა და მაისში. 

ასევე, მონაცემების მიხედვით, აპლიკაციებზე დახარჯული თანხები  iOS-ზე უფრო მეტი იყო, ვიდრე Android-ზე — App Store-ზე მომხმარებელთა დანახარჯები 2023 წლის პირველ ნახევარში 5,8%-ით გაიზარდა, ხოლო Google Play–ზე — 4,3%-ით. 

ყველაზე მეტ ფულს მომხმარებლები TikTok-ზე ხარჯავენ — ამ აპლიკაციაზე თანხები წლიურად 31%-ით გაიზარდა. ის ასევე გახდა პირველი აპლიკაცია, რომელმაც გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს ნახევარ წელიწადში, 2.1 მილიარდი დოლარის სამომხმარებლო დანახარჯებით მიმდინარე წელს — 2022 წლის პირველ ნახევარში ეს თანხა 1.7 მილიარდ დოლარი იყო. სხვა ტოპ არასათამაშო აპები iOS-სა და Android-ში მოიცავს Disney±ს, Youtube-ს და Duolingo-ს, შესაბამისად 33%, 29% და 48% დანახარჯებით.

Max-მა (HBO Max-თან ერთად) ასევე კარგად გამოიმუშავა — გასული წლის მეორე ნახევართან შედარებით, მომხმარებლების მიერ დახარჯული ფულის რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. მთლიანობაში მომხმარებლებმა Max-ის არსებობის მანძილზე 3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. 

მომხმარებლები ფულს ხარჯავდნენ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და გართობაზე. 

სხვა კატეგორიები, რომლებზეც მომხმარებლების ხარჯების მინიმუმ ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი მოდის, მოიცავს პროდუქტილობას, ბიზნესს, სიახლეებს და ჟურნალებს, შესაბამისად 32%, 27% და 25%-ით. 

2023 წლის სამომხმარებლო დანახარჯების ტოპ ბაზრები მოიცავდა აშშ-ს, ჩინეთს და იაპონიას iOS-ზე, ხოლო აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას Google Play-სთვის.

აპლიკაციის ეკოსისტემის ჯანმრთელობის კიდევ ერთი საზომი მობილური აპლიკაციებისა და თამაშების ჩამოტვირთვაა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის პირველ 6 თვეში 76.8-ია, რაც წინა წელთან შედარებით 3,2%-ით მეტია. 

Android-ის პოპულარობის წყალობით განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია და ინდონეზია, Google Play-ს ჩამოტვირთვების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება, iOS-ის ოდენობას. თურქეთმა, რუსეთმა და ინდონეზიამ კი ყველაზე მეტი ზრდა 2022 წლის მეორე ნახევრის შემდეგ დააფიქსირეს.

გლობალურად ჩამოტვირთვის საუკეთესო აპლიკაციები ორივე აპლიკაციის მაღაზიაში იყო: TikTok, Instagram, Facebook, WhatsApp, CapCut, Snapchat, Telegram, Messenger, WhatsApp Business და Spotify.

ტოპ თამაშები იყო: Subway Sufers, Free Fire, Roblox, Candy Crush, Saga, Ludo King, Block Blast Adventure, Master, Attack Hole, Fifa Soccer, Gardenspaces და Going Balls.

10 საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი 2023 წელს
10 საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი 2023 წელს
თემის მიხედვით
10 საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი 2023 წელს


ასევე წაიკითხეთ
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
Google Play Store-ს YouTube Shorts ემატება
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
★ პარტნიორის კონტენტი  Viber-ს ახალი ფუნქცია აქვს — Caller ID  «ნომრის ამომცნობი» და ის საქართველოში ხელმისაწვდომია. 
Google Play ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპების მიმართ პოლიტიკას ცვლის
Google Play ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპების მიმართ პოლიტიკას ცვლის
Google Play ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპების მიმართ პოლიტიკას ცვლის
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
Pokemon Go-ს მწარმოებელი Niantic თავისი სამუშაო ძალის მეოთხედს ამცირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.