ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

“ბოდიში წინასწარ” - Snapchat მომხმარებლებს ჩატბოტის შესაძლო ხარვეზების შესახებ აფრთხილებს

27 თებერვალს Snapchat-მა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ექსპერიმენტული სასაუბრო ჩატბოტის გამოსვლა დააანონსა. ჩატბოტი, სახელწოდებით My AI, ChatGPT-ის ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

კომენტარის დატოვება

My AI ხელმისაწვდომი Snapchat±ის მომხმარებლებისთვის თვეში 3,99 დოლარად იქნება და მიმდინარე კვირაში გამოვა.

მომხმარებლებს AI ბოტის პერსონალიზირება მორგებული სახელის მიცემით შეეძლებათ. ხელოვნური ინტელექტის მოდელთან მიმოწერა კი შესაძლებელი რეგულარული, აქამდე არსებული ჩატის მსგავსი ინტერფეისით იქნება.

«გარდა იმისა, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ესაუბროთ, ვაპირებთ, საშუალება მოგცეთ, AI-სთან საუბარიც ყოველდღიურად შეძლოთ. ეს არის ჩვენი იდეა.», — განუცხადა Snap-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ევან შპიგელმა The Verge-ს.

ცნობილია, რომ GPT-ით აღჭურვილი ჩატბოტები, როგორებიცაა ChatGPT და Microsoft-ის Bing, ხარვეზით მუშაობენ, ამიტომ Snapchat მომხმარებლებს ამის შესახებ აფრთხილებს და ბოდიშს წინასწარ უხდის.

«როგორც AI-ზე მომუშავე ყველა ჩატბოტი, My AI-იც „ჰალუცინაციებისკენ“ არის მიმართული და შეიძლება ხარვეზებით იმუშაოს. ბოდიშს წინასწარ გიხდით! My AI-სთან დაკავშირებული ყველა საუბარი შეინახება და ვეცდებით, პროდუქტი გავაუმჯობესოთ. გთხოვთ, My AI-ის საიდუმლო არ გაუზიაროთ და მის მოცემულ რჩევებსაც არ დაეყრდნოთ».

მანქანათმცოდნეობის მკვლევრებს შორის «ჰალუცინაცია» ტერმინია, რომელიც პროცესს აღწერს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მოდელი არაზუსტ დასკვნებს იმ საგნის ან სიტუაციის შესახებ აკეთებს, რომელიც მისი სასწავლო მონაცემების კომპლექტში გათვალისწინებული არ არის.

მიუხედავად Snap-ის GPT ტექნოლოგიისადმი დამოკიდებულებისა, კომპანია ამბობს, რომ ახალი Snapchat ბოტი ჩამაგრებული მეგობრებთან საუბრის ზემოთ, აპლიკაციის ჩანართში იქნება და სხვადასხვა რჩევებს მოგცემთ. 

«My AI დაბადების დღის საჩუქრის იდეებს მოგაწვდით, ლაშქრობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. გრძელი შაბათ-კვირის განმავლობაში, შეგიძლიათ სადილის რეცეპტიც სთხოვოთ». — დაწერა კომპანიამ.

საინტერესოა, როგორ შეუძლია იმავე ბოტს, რომელსაც, როგორც კომპანია გვეუბნება, ბოლომდე არ უნდა ვენდოთ, ზუსტ და უსაფრთხო ლაშქრობის დაგეგმვაში დაგვეხმაროს. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი ჩატბოტები ფართო გამოყენებისთვის მზად არ არიან.

Snap-მა GPT მოდელი ისე გაწვრთნა, რომ სქესი, ძალადობა ან პოლიტიკური შეხედულებები არ განიხილოს. ეს შეზღუდვები განსაკუთრებით აუცილებელია მას შემდეგ, რაც Bing Chat-ში რასისტულ, ჰომოფობიურ თუ გენდერულ შეურაცხყოფებს შევხვდით.

მიუხედავად კომპანიის გაფრთხილებისა, საშიშროება მაინც არსებობს, რომ ადამიანებმა My AI-ის ნათქვამი დაიჯერონ. GPT მოდელების უაღრესად დამაჯერებელი ბუნება, რა თქმა უნდა, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. 

მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
თემის მიხედვით
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
თემის მიხედვით
Microsoft-მა საძიებო სისტემა Bing-ს ChatGPT დაამატა
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს სახელწოდებით — Bard
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard
თემის მიხედვით
Google ChatGPT-ის კონკურენტ AI ჩატბოტს უშვებს, სახელწოდებით — Bard

ასევე წაიკითხეთ
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
LinkedIn გენერაციულ AI ასისტენტს აფართოებს
GPT-4 გამოვიდა
GPT-4 გამოვიდა
GPT-4 გამოვიდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.