ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 ივნისი 2023, 10:34
2023-06-08
ბეიჯინგის მეტროში საფასურის გადახდა ხელის მტევნით არის შესაძლებელი
სოციალური მედიის ჩინურმა გიგანტმა Tencent Holdings თავის მომხმარებლებს საშუალება მისცა, ქვეყნის დედაქალაქის, ბეიჯინგის მეტროში მგზავრობის საფასური მხოლოდ ხელის მტევნის საშუალებით გადაიხადოს. ეს შესაძლებლობა WeChat-ის გადახდის სერვისს არის მიბმული.
სერვისი უკვე 3 კვირაა, ამოქმედდა. მომხმარებლებს, რომლებიც ხელის მტევნის ამოცნობის შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან, მეტროში მოხვედრა ტურნიკეტებზე ხელის მიშვერითა და დასკანერებით შეეძლებათ. მტევნის ანაბეჭდის ამოცნობის შემდეგ გადახდა მომხმარებლის WeChat-ის ანგარიშიდან მოხდება.
მტევნის ანაბეჭდის რეგისტრაცია უშუალოდ მეტროს სადგურებში განთავსებულ აპარატებზე ხდება.
კომპანია Tencent-ის განცხადებით, ტექნოლოგიას შეუძლია როგორც მტევნის ზედაპირული ანაბეჭდების, ასევე ხელის სისხლძარღვების ამოცნობა. ის კომპანიის YouTu ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მიერ შეიქმნა.
«ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ეფექტიანობა და მნიშვნელოვნად გავამარტივოთ მომხმარებლის გამოცდილება, ჩვენი ახალი ტექნოლოგია მოსახერხებელი იქნება ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის». — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Tencent-მა ასევე განაცხადა, რომ ხელის მტევნის ამოცნობის სერვიის ნელ-ნელა სხვა სივრცეებში დასანერგადაც ამზადებს, მათ შორის, ოფისებში, საუნივერსიტეტო კამპუსებში, მაღაზიებსა და რესტორნებში.
ხელის მტევნის ამოცნობის გზით გადახდების დანერგვაზე სხვა ჩინური კომპანიებიც მუშაობენ. Alibaba — ჩინეთის უმსხვილესი e-კომერს კომპანია აპირებს, Alipay სერვისი დანერგოს.
WeChat Pay და Alipay ჯამში ჩინეთში მობილური გადახდების ბაზრის 90%-ზე მეტს იკავებენ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.