ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BBC: AI შექმნის მეტ თამაშს და თამაშებთან დაკავშირებულ მეტ სამუშაო ადგილს 

ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად შეიქმნება როგორც მეტი თამაში, ისე მეტი სამუშაო ადგილი თამაშების ინდუსტრიაში. 

კომენტარის დატოვება

არაკომერციული სავაჭრო ასოციაცია TIGA თამაშების ინდუსტრიას წარმოადგენს. მისმა ხელმზღვანელმა, რიჩარდ უილსონმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს თამაშების შექმნის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესს. 

ხელოვნური ინტელექტი ვიდეო თამაშების შესაქმნელად ათწლეულებია, გამოიყენება. თუმცა, ახლა ბევრს გაუჩნდა შიში, რომ ამას შეიძლება სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვეს. UKIE, კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც თამაშების ინდუსტრიას აკვირდება, ამბობს, რომ არსებული წუხილების ესმის, მაგრამ მოვლენათა განვითარება ამ სფეროსთვის «აღმაფრთოვანებელი შესაძლებლობაა». 

შესაძლებლობა, სწრაფად შეიქმნას ასობით გვერდის სცენარი, პერსონაჟების ხმოვანი ფონები ან დაიხატოს ასობით სცენა, ინდუსტრიას რადიკალურად შეცვლის. 

«ეს თამაშების შემქმნელ სტუდიებს შესაძლებლობას მისცემს, ავტომატიზებული გახადონ თამაშის განვითარების რუტინული ასპექტები და ეს სივრცე მეტი კრეატილობისა და სხვა სფეროზე კონცენტრირებისთვის გამოიყენონ. საერთო ხარჯების შემცირება ნიშნავს მეტ სტუდიას, შესაბამისად, მეტ სამუშაო ადგილს». — ამბობს რიჩარდ უილსონი. 

Charisma AI პლარფორმაა, რომელიც გენერაციული ინტელექტის ტექნიკების თამაშებში გამოყენების საშუალებას იძლევა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაი გადნი ამბობს, რომ ეს თამაშების შემქმნელებს ამბების ახლებურად გადმომცემის საშუალებას მისცემს — თამაშების პერსონაჟებს მოთამაშესთან ინტერაქციის საშუალება ექნებათ. 

ხელოვნური ინტელექტის წყალობით, წინასწარ დაწერილი ტექსტების ნაცვლად, თამაშის პერსონაჟები შეძლებენ, «იფიქრონ» და უფრო ჭკვიანირად ისაუბრონ ამბისა და მოთამაშის ქცევის შესაბამისად, 

გაი გადნი ხსნის: 

«თამაშებში მოთამაშეები, როგორც წესი, დარბიან სამგანზომილებიან გარემოში. ჩვენ გვსურს, ისინი გაჩერდნენ და მეტად ჩაერთონ. გვინდა, რომ მოთამაშეებმა „ჩაყვინთონ“ კონკრეტულ მომენტებში, დასხდნენ და პერსონაჟებთან ბუნებრივი საუბრები ჰქონდეთ. ადრე ეს ხდებოდა ეკრანზე საუბრის 4 არჩევანის მიცემით, რაც ძალიან შეზღუდულია და მხოლოდ არჩევანის ილუზიაა. ჩვენ ამაზე მეტი გვინდა». 

კოლხეთის ურჩხული — ქართველი გეიმ დეველოპერების სამაგიდო თამაში
«კოლხეთის ურჩხული» — ქართველი გეიმ დეველოპერების სამაგიდო თამაში
თემის მიხედვით
«კოლხეთის ურჩხული» — ქართველი გეიმ დეველოპერების სამაგიდო თამაში
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?
თემის მიხედვით
რატომ თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს ქართველი გეიმერები?

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.