«გეიმინგი დაახლოებით 2008-2009 წლებში დავიწყე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილს ვთამაშობდი. ახლა იმიტომ ვთამაშობ, რომ ვიზუალური სიამოვნება მივიღო, სიწყნარისა და განტვირთვისთვის იდეალური საშუალებაა.
ჩემთვის კონკრეტული თამაში იმიტომ ხდება უნიკალური, რომ მისი სიუჟეტი და პერსონაჟების განვითარება, მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, რომელსაც გრაფიკაზე მაღლაც კი ვაყენებ.
ამჟამად ყველაზე ხშირად Read Dead Redemption 2-ს ვთამაშობ. ამ თამაშის ყველა კომპონენტი უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ადამიანს, მე მაინც ვესტერნული ამერიკის ატმოსფერო მომწონს ყველაზე მეტად და ის გარემო, სადაც სთორი ვითარდება.
ამ თამაშის სიუჟეტი იდეალურია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მთავარი პერსონაჟის განვითარებაა — თუ როგორ მთლიანად იცვლება მისი შინაგანი სამყარო და უშუალოდ უკავშირდება თამაშის სახელს.
პერსონაჟი, რომელიც თავიდან საძულველი ბანდიტია, თამაშის ბოლოს ყველასთვის საყვარელი ადამიანი ხდება. ამ სცენარის ყურება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
გეიმინგი უდიდესი რელაქსაციის საშუალებაა, ის შენს გარშემო დაგროვილ ყველა პრობლემას გავიწყებს და განტვირთვაში გეხმარება, უბრალოდ ყველა პრობლემას ივიწყებ და ბოლომდე ერთობი.
გეიმინგი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ჩემთვის გამორჩეული კი პრობლემის გადაჭრაა. როდესაც საათობით ეძებ გამოსავალს და ბოლოს შენით მიაგნებ, ეს კითხვის გამოცნობის მსგავსი გრძნობაა.
სთორითელინგი უმნიშვნელოვანესია, მე მიყვარს, როდესაც თამაში ფილმს ემსგავსება, ოღონდ ამ ფილმში პერსონაჟს მე ვაკონტროლებ. ასევე საინტერესოა მულტიფლეირ სტილიც, თუმცა ვთვლი, რომ კომუნიკაცია აუცილებელი არ უნდა იყოს, რადგან ეს ყველასთვის არ არის მარტივი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უმრავლესობა პატარა ასაკისაა.
მაგრამ იმ ადამინაებისთვის, ვისაც სოციალურობის პრობლემა აქვს და საზოგადოებასთან კონტაქტი უჭირს, გეიმინგი ძალიან კარგი გამოსავალია. მე დღემდე ვმეგობრობ იმ ხალხთან, რომლებიც თამაშის დროს გავიცანი, რადგან სწორედ აქ ხვდები ისეთ ხალხს, რომლებსაც ხასიათებით გავხარ და ეწყობი».