ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Axel-ის — საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის 2022 წლის შეჯამება და 2023-ის გეგმები

კომენტარის დატოვება
Axel-ის — საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის 2022 წლის შეჯამება და 2023-ის გეგმები

2022 წლის 20 დეკემბერს Axel-ის — საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მორიგი და ამ წლის ბოლო, შემაჯამებელი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ Axel-ის წევრი ინვესტორები, ანგელოზ ინვესტირების ეკოსისტემაში აქტიურად ჩართული კომპანიების წარმომადგენლები და 5 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომლებშიც ქსელის წევრები ინვესტიციას განახორციელებენ. 

ღონისძიებაზე Axel-ის გუნდმა 2022 წლის შედეგები შეაჯამა და 2023 წლის გეგმა წარადგინა. 

ანგელოზი (Angel Investor) არის ინვესტორი, რომელიც ახალდაფუძნებულ კომპანიაში — Startup-ში ფულს აბანდებს. ამ ინვესტორებს მაღალი რეპუტაცია აქვთ, ხოლო მათ მიერ ამა თუ იმ ახალი კომპანიით დაინტერესება მათ მიმართ სხვა ინვესტორების ყურადღებასაც ზრდის. 

აქსელმა, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ახორციელებს ინვესტიციებს, განაცხადა, რომ 2022 წელი წარმატებით დახურა:

  • გახდა EBAN-ის, ევროპის ანგელოზ ინვესტორთა ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • გააერთიანა 75-ზე მეტი წევრი ინვესტორი;
  • შემოიერთა 7 კორპორაციული წევრი, რომელთა წინაშე  80-ზე მეტ სტარტაპს მიეცა  საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობა.

ქსელისვე ცნობით, მათ 2022 წელს 11 საინვესტიციო შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაც 6 წარმატებული გარიგება და სტარტაპებში განხორციელებული 400,000 დოლარზე მეტი ინვესტიცია მოჰყვა. ამ მომენტისთვის კი სინდიცირების პროცესშია კიდევ 2 გარიგება, რომელიც სტარტაპებში 180,000 დოლარზე მეტის ინვესტიციას გულისხმობს. 

აქსელმა შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი: გუნდმა დაიწყო საინვესტიციო პროცესების აქსელერაცია და შედეგად, ერთ-ერთი შეთანხმება 3 კვირაში დახურა, რაც ნიშნავს, რომ სტარტაპისთვის საინვესტიციო თანხა 3 კვირის ვადაში უკვე ხელმისაწვდომი იყო.

2023 წლიდან აქსელი ბაზარზე სწორედ ამ ნიშით აპირებს პოზიციონირებას — სწრაფი ჭკვიანი ფული აქსელის გავლით ხელმისაწვდომია სტარტაპებისთვის. აღნიშნული პროცესი, როგორც წესი, აქსელის მსგავს უცხოურ ორგანიზაციებშიც 6 თვემდე ვადას საჭიროებს. 

აქსელი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები იყო საერთაშორისო მასშტაბით: აქსელმა ჯამში ჩაატარა 3 საერთაშორისო სამიტი, რომელთაც 60-ზე მეტი უცხოელი დელეგატი და ანგელოზი ინვესტორი ესტუმრა. ასევე, აქსელის პარტნიორებთან ერთად EBAN-იდან, სინდიცირების პროცესშია პირველი საერთაშორისო ინვესტიცია უცხოურ კოსმოსურ ტექნოლოგიურ სტარტაპში.

2022 წელს აქსელმა დაიწყო პარტნიორობა უცხოურ ანგელოზ ინვესტორების 9 ქსელთან, რაც ქართულ სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, წარდგნენ საერთაშორისო მასშტაბით, ხოლო ქართველ ინვესტორებს — განახორციელონ ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები უცხოურ კომპანიებში.

2022 წელს აქსელმა, მსოფლიო ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, ქსელის წევრებს შესაძლებლობა მისცა, გაევლოთ მსოფლიო ბანკის «Learn by doing» პროგრამა ანგელოზ ინვესტიციებში.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს,  ამაზე აქსელი მოგვიანებით ილაპარაკებს, თუმცა, ცნობილია, რომ ის მომდევნო წელს გეგმავს ქსელში 100-ზე მეტი წევრი ანგელოზი ინვესტორის გაერთიანებას, მათთვის 80-ზე მეტი სტარტაპის წარდგენას სამომავლო ინვესტირების მიზნით, 8 ლოკალური საინვესტიციო შეხვედრისა და 2 საერთაშორისო სამიტის ჩატარებას და 2022 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი ინვესტიციის მოზიდვას სტარტაპებისთვის. 

 — თუ გსურთ გახდეთ ანგელოზი ინვესტორი, მიჰყევით ბმულს. 

გარდა ამისა, 20 დეკემბრის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ GITA და აქსელი 2023 წელსაც განაგრძობენ თანამშრომლობას და მათ შორის მომავალი წლის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში
თემის მიხედვით
რას სთავაზობენ ბიზნესებს სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში


ასევე წაიკითხეთ
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
11 დეკემბერს ბათუმში აქსელი სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს გამართავს
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები შეიმუშავა
აქსელმა — საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.   პროექტი, რომლის ფარგელბშიც სახელმძღვანელოები შეიქმნა, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID — ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. 
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მუშაობის პრინციპი — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, გური ქოიავასთან
აქსელი საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა. აქსელი ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელებას. მთავარი მიზანი ე.წ «ჭკვიანი ფულის» ინვესტიციების ფასილიტაციითქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. «გვჯერა, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში». — ეუბება აქსელის თანადამფუძნებელი, გური ქოიავა dev.ge-ს.  ჩვენ მას აქსელის საქმიანობაზე, მიზნებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ. 
3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
3 ნოემბერს აქსელის საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.