ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
24 აპრილი 2023, 16:48
2023-04-24
Atlassian-მა AI გუნდების გასაძლიერებლად Atlassian Intelligence გამოუშვა
Atlassian Corporation-მა Atlassian Intelligence — ხელოვნური ინტელექტის (AI) ვირტუალური პროდუქტი წარადგინა, რომელიც გუნდების მუშაობას აჩქარებს და უფრო ეფექტურს ხდის. სიახლე Atlassian-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, Team '23-ზე გახდა ცნობილი.
Atlassian Corporation-მა Atlassian Intelligence — ხელოვნური ინტელექტის (AI) ვირტუალური პროდუქტი წარადგინა, რომელიც გუნდების მუშაობას აჩქარებს და უფრო ეფექტურს ხდის. სიახლე Atlassian-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე, Team '23-ზე გახდა ცნობილი.
კომპანია OpenAI-სთან თანამშრომლობს. Atlassian Intelligence Atlassian-ის პლატფორმაშია ჩაშენებული.
Atlassian Intelligence-ს ვირტუალური თანაგუნდელი, Jira Service Management- (JSM) ყოველთვის ჩართული აქვს. ის მყისიერ დახმარებას აწვდის გუნდებს მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
პროდუქტი გუნდებს განმეორებითი მოთხოვნების შესრულებას თავიდან არიდებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მნიშვნელოვან სამუშაოზე კონცენტრირდნენ.
Atlassian Intelligence ბუნებრივი ენის კითხვების მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რაც თანაგუნდელებს ეხმარება, კომპანიის ინსტიტუციონალურ ცოდნასა და პოლიტიკაზე წვდომა ჰქონდეთ. მას ასევე შეუძლია, ბუნებრივი ენის გამოყენებით ახალი კონტენტი შექმნას.
Atlassian-ის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების ხელმძღვანელმა, შერიფ მანსურმა თქვა, რომ მათ ახალ პროდუქტს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და მის განვითარებაზე მაქსიმალურად ბევრს იმუშავებენ.
«ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამო შევქმენით პროდუქტი, რომელიც გუნდების მუშაობაში რევოლოცუიას მოახდენს. Atlassian Intelligence-ს უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ჩვენი დაგროვებული გამოცდილება მის განვითარებაში დაგვეხმარება». — თქვა მან.
Team '23-მა ისეთი ცნობილი სპიკერები შეკრიბა, როგორებიც არიან რეჟისორი ჯეიმს კამერონი და CNN-ის წამყვანი ვან ჯონს განეხილათ Agile & DevOps, ITSM, Open Work Management-ის თემები და გუნდური მუშაობის კულტურა განეხილათ.