ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის საელჩოს კონკურსი საინვესტიციო სამიტზე მონაწილეობის ბილეთის მოსაპოვებლად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სტარტაპ კომპანიებს შესაძლებლობას უხსნის, მონაწილეობა მიიღონ საინვესტიციო სამიტზე SelectUSA მონაწილეობის მისაღებად. 

კომენტარის დატოვება

ამისთვის საელჩოს კონკურსში მონაწილეობაა საჭირო. 

სამიტი SelectUSA აშშ-ის მთავარი ღონისძიებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ასევე, ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტების დასაკავშირებლად.

ჯილდო: ერთი უფასო ბილეთი ($1095-ის ღირებულების) საერთაშორისო საინვესტიციო სამიტზე SelectUSA, რომელიც 23-26 ივნისს მერილენდში გაიმართება (საელჩო არ ანაზღაურებს ფრენის და სხვა ხარჯებს).

თქვენ შესახებ გამოქვეყნდება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდსა და სოციალური მედიის გვერდზე. 

ასევე, მოხვდებით ჟურნალში Investor.ge

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები

  • თქვენი სტარტაპი დაფუძნებული უნდა იყოს 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ. 
  • წლიური ბრუნვა — $10 მილიონი. 
  • თანამშრომლების რაოდენობა — 40-ზე ნაკლები. 
  • სტარტაპი უნდა ქმნიდეს ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტს ან სერვისს, ან ბაზარზე ახლებურად შეჰქონდეს არსებული ტექნოლოგია. 
  • უნდა გეგმავდეს გაფართოებას აშშ-ში მომდევნო 2-3 წელიწადში. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 თებერვალი

გთხოვთ, გაგზავნოთ განაცხადის შევსებული ფორმა 2024 წლის 15 თებერვლამდე მისამართზე [email protected], სათაურის ველში ჩაწერეთ: SelectUSA Pitch Competition. 

  • აპლიკაციის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე 👈

აშშ-ს საელჩო დაუკავშირდება Pitch-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ კომპანიებს.

შეკითხვებისთვის მიწერეთ — [email protected];

Pitch კონკურსი, რომლის შედეგების მიხედვითაც სტარტაპი აშშ-ში გაემგზავრება, 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდება. 

Founder Institute: 4 ტიპის კითხვა რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
თემის მიხედვით
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.