ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple მოგვიანებით გადახდის სერვისს - Pay later-ს უშვებს

Apple-მა Apple Pay Later საბოლოოდ გამოუშვა. კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Pay Later-ის გამოყენებით, 50-დან 1000 აშშ დოლარამდე სესხი გამოიტანონ და დავალიანება შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში პროცენტის ან საკომისიოს გარეშე დაფარონ.

კომენტარის დატოვება

Apple Pay Later-ს Apple Wallet-ში ვხვდებით, რაც სავარაუდოდ საშუალებას მოგცემთ პროდუქტის სრული ფასის დაუყოვნებლივი გადახდა თავიდან აიცილოთ. სერვისი, რომელიც Apple-მა პირველად გასულ წელს დააანონსა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. მისი დებიუტი iOS 16-ზე უნდა შემდგარიყო,  თუმცა, Apple-ის თანამშრომელმა, მარკ გურმანმა სექტემბერში განაცხადა, რომ დეველოპერები ტექნიკურ და საინჟინრო საკითხებს ებრძოდნენ, რაც Apple Pay Later-ის გაშვებას აჭიანურებდა. 

Apple-ის თქმით, მომხმარებლებს Apple Wallet-ში სესხზე განაცხადის გაკეთება მათ კრედიტზე ზემოქმედების გარეშე შეუძლიათ, მაგრამ კომპანია აღნიშნავს, რომ Pay Later-ის შემთხვევაში სესხი და გადახდის ისტორია შეიძლება საკრედიტო ბიუროებს ეცნობოს და კონკრეტულ კრედიტებზეც იმოქმედოს.

Apple ამბობს, რომ მომხმარებლებს თავიანთი სესხების მართვა Wallet-ის აპლიკაციის ფარგლებში შეეძლებათ და ისინი გადახდის დასრულებისას სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ.

თუმცა ამ მომენტისთვის სერვისზე წვდომა ყველას არ ექნება. Apple ამბობს, რომ შემთხვევით შერჩეული“მომხმარებლები მოწვევას მიიღებენ, რათა Apple Pay Later გარკვეულწილად დატესტონ. სერვისი მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი და iOS 16.4-სა და iPadOS 16.4-ზე მუშაობს.

Apple-მა საკრედიტო ბარათი Goldman Sachs-თან პარტნიორობით 2019 წელს გამოუშვა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple საქმის ფინანსურ მხარესაც თავად აგვარებს. როგორც Apple-მა აღნიშნა, Pay Later-ის პროგრამას ახალი შვილობილი კომპანია, Apple Financing LLC მართავს. 

მიუხედავად Apple-ის «ფინანსურ ჯანმრთელობაზე» ფოკუსირებისა, BNPL (Buy Now, Pay Later) სისტემები — როგორიცაა Klarna, Afterpay და Affirm — წარსულში კლიენტებისთვის პოტენციური ზიანის მიყენების გამო გააკრიტიკეს. გასულ წელს, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურომ (CFPB) მომხმარებელთა დაზიანების რამდენიმე შემთხვევა აღმოაჩინა, მათ შორის მათი არათანმიმდევრული დაცვისა და შეგროვებული მონაცემების უკანონო გავრცელების შემთხვევები. CFPB-მ გამოძიება 2021 წელს დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ, რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
თემის მიხედვით
აუდიოწიგნების ნარატორები შიშობენ, რომ Apple მათ ხმას AI-ის საწვრთნელად იყენებს
Apple — მომხმარებლებმა შესაძლოა Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის
Apple — მომხმარებლებმა, შესაძლოა, Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის
თემის მიხედვით
Apple — მომხმარებლებმა, შესაძლოა, Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
9to5mac: Apple დასაკეცი iPhone-ის და iPad-ისა და Mac-ის ჰიბრიდის შექმნას გეგმავს
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.